in

Euronews საქართველოში შემოდის

Euronews საქართველოს ტელესივრცეში დაიწყებს მაუწყებლობას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთაშორისო საინფორმაციო არხსა და კომპანია „სილქნეტს“ შორის უკვე გაფორმდა. „Euronews საქართველოს“ მაუწყებლობა, ქართულ ენაზე, Euronews-ის ინფორმაციასთან ერთად, 20 % საქართველოს ამბებს დაეთმობა.

bog
bog-mob

მემორანდუმს ხელი „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა და Euronews-ის აღმასრულებელი დირექტორმა მიშელ პეტერსმა მოაწერეს. 

ევრონიუს საქართველო“ იქნება ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა.  „სილქნეტის“ წარმომადგენლების თქმით, კომპანიის სახით, „ევრონიუსმა“ შეიძინა საიმედო პარტნიორი, რომელიც სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ევრონიუსის რეპუტაციის დაცვას და გამყარებას.

„თავის მხრივ, „ევრონიუსი“ უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობას, თავად დანიშნავს რა ახლად შექმნილი არხის მთავარ რედაქტორს და დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს. სარედაქციო საბჭო განსაზღვრავს სტრატეგიულ სარედაქციო მიმართულებებს და დაადგენს სარედაქციო პოლიტიკის და დაბალანსებული მაუწყებლობის წესებს, რომელიც თანხვედრაშია მედიის ფუნდამენტურ ფასეულობებთან (როგორიცაა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა, გამოხატვის თავისუფლება, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებელი მედიის სხვა უმთავრესი ღირებულებები)“.

ევრონიუს საქართველო“ გამოიყენებს როგორც ევროპული რედაქციის შექმნილ, ისე ქართული ფრენჩაიზინგის მიერ დამზადებულ კონტენტს, რომელიც მედიის მხრიდან მზარდი დაინტერესების რეგიონში შეიქმნება.

„გასულ კვირას „ევრონიუს სერბეთის“ და რამდენიმე თვის წინ „ევრონიუს ალბანეთის“ დაარსების კვალდაკვალ, მოხარული ვართ, განვაცხადოთ სილქნეტთან „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ. „ევრონიუსში“ ჩვენ 100%-იანი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელებას. „ევრონიუსი“ დაარსდა 1993 წელს და დაარსების დღიდან სარგებლობს დამოუკიდებელი მედიის აღიარებით. მოუთმენლად ველით „სილქნეტთან“ ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას, რომ წარმოვადგინოთ ახალი მაღალი ხარისხის მედია, რომელიც საქართველოს მაყურებელს მიაწვდის საერთაშორისო ახალ ამბებს ადგილობრივ სიახლეებთან ერთად“, – ამბობს „ევრონიუსის“ აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ პიტერსი.

„სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი რამიშვილის თქმით, ეს იქნება დამოუკიდებელი საინფორმაციო არხი, რომელიც მაუწყებლობას ქართულ ენაზე წარმართავს.

„ ჩვენთვის, „ევრონიუსთან“ პარტნიორობა, დიდი პატივია, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობაც. ეს პროექტი ემსახურება ევროპასა და საქართველოს შორის საინფორმაციო ხიდის აშენებას. ევრონიუსის პრინციპია გააჟღეროს ყველა თვალსაზრისი, ყველა ხმა – All Views, All Voices, All Welcome – რაც, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრირების გზაზე. დღეს, „სილქნეტი„ არის მაღალტექნოლოგიური კომპანია, რომელიც საქართველოს მომხმარებელს ტელესაკომუნიკაციო სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს. და ახლა უმაღლესი სტანდარტების საერთაშორისო საინფორმაციო კონტენტი დაემატება, ევრონიუსის სახით, რომელიც ევროპული პერსპექტივით დანახულ მსოფლიოს ახალ ამბებს აშუქებს. ვიმედოვნებ, რომ ეს წამოწყებაც წარმატებული იქნება”.

Euronews ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხია, რომელიც 160 ქვეყანაში მაუწყებლობს და ყოველთვიურად, თითქმის, 400 მილიონ ოჯახს აწვდის ინფორმაციას. არხი თორმეტ სხვადასხვა ენაზე მაუწყებლობს, რომელთა შორის საქართველოც იქნება.

ვირტუალურად რესტავრირებული ძეგლები გაფართოებულ რეალობაში – ქართული აპლიკაცია „დიჯი“

 iSpace: „წარმოუდგენელი ფასები Apple-ის ოფიციალურ პროდუქციაზე“