11
Jan
2019

„ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“ – ანდრეა პირლო Europebet-ის ვიდეორგოლში

11 Jan 2019

ნოემბრის დასაწყისში, ფეხბურთის იტალიელი ვარსკვლავი – ანდრეა პირლო საქართველოში, Europebet-ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ჩამოვიდა. რამდენიმე საათის წინ კი, გამოქვეყნდა ვიდორგოლი, რომლის მეშვეობითაც კომპანია მრავალფეროვან სიუჟეტს, ანდრეა პირლოსა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მონაწილეობით გვიჩვენებს. „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“ – კამპანიის მთავარი მესიჯია. ვიდეორგოლსა და მის სლოგანს შორის კავშირი ანდრეა პირლოს ცნობილ პენალტს უკავშირდება. ფეხბურთელმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატისას, ინგლისის კარის მიმართულებით საკმაოდ სარისკოდ დაარტყა, აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფეხბურთელმა კი ქმედება სიამოვნების მოტივით ახსნა.. მოგების გარდა, სიამოვნებისთვისაც შეგიძლია თამაშობდე. სწორედ ეს მომენტი იქცა მთავარი გზავნილის შთაგონებად „ევროპაბეთისთვის“. ვიდეორგოლზე სარეკლამო სააგენტო Windfor’s-მა იმუშავა.

ნოემბერში აქტუალური იყო კითხვა, თუ რისთვის ჩამოიყვანეს ფეხბურთის ვარსკვლავი საქართველოში. ბევრი ელოდა კამპანიას მისი მონაწილეობით. ვიდეორგოლი გამოჩნდა, თუმცა, თუ გაქვთ კითხვა – „ამისთვის ჩამოიყვანეთ ეს კაცი?“ პირლოს თქვენთვის პასუხი აქვს:

„მოგებას იმსახურებ მაშინ, როდესაც თამაშისგან სიამოვნებას იღებ“, – ანდრეა პირლო.

 

განხილვა