in ,

Spotlight 2016-ის პლატინის სპონსორი “ევროპაბეთი” იქნება – ინტერვიუ ლაშა გოგუასთან

წლის ყველაზე მასშტაბურ მარკეტინგულ დღესასწაულს წელს პლატინის სპონსორობას “ევროპაბეთი” გაუწევს. რატომ უცხადებს კომპანია მხარდაჭერას Spotlight 2016-ს და რამდენად მნიშვნელოვნია ღონისძიება როგორც “ევროპაბეთისთვის”, ისე საზოგადოებისთვის, კომპანიის მარკეტინგის დირექტორის, ლაშა გოგუას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ლაშა გაგუა
ლაშა გოგუა

M: რატომ უჭერს მხარს „ევროპაბეთი“ Spotlight?

„ევროპაბეთი“ მხარს უჭერს ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც მიმართულია საზოგადოებისა და ბაზრის განვითარებისკენ. განვითარებული მომხმარებელი უფრო მომთხოვნია ბრენდის მიმართ, რაც ერთის მხრივ, კომპანიებს აიძულებს გააუმჯობესონ მომსახურებისა და პროდუქტის ხარისხი, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოებას უბიძგებს, იყოს უფრო პასუხისმგებლიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში. საბოლოო ჯამში, მთლიანი გარემო ვითარდება და უმჯობესდება.

M: როგორ გადაწყვიტეთ  Spotlightის სპონსორობა?

Spotlight-ის კონცეფცია ჩვენთვის კარგადაა ცნობილი და მის განვითარებას დაარსების დღიდან ვაკვირდებით. ვფიქრობთ, Spotlight ერთ-ერთი აუცილებელი პლატფორმაა ქართული ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის, სადაც წამყვანი სპეციალისტები საზოგადოებას უზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებს. ვიღაცისთვის ეს უბრალოდ სიახლის მიღების წყაროა, ვიღაცისთვის – ინსპირაცია. ვფიქრობთ, ბრენდის მხრიდან ასეთი ტიპის ინვესტიცია პოზიტიურ გავლენას მოახდენს ბრენდის ღირებულებებზე, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.

europebet

M: რამდენად მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება თქვენთვის?

ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბრენდისთვის, ისე პირადად ჩემთვის. Spotlight-ზე შეკრებილი მაყურებელი საზოგადოების ის ნაწილია, რომელთანაც ნებისმიერ ბრენდს მჭირდო კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს.

M: თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია Spotlight საზოგადოებისთვის?

საზოგადოება კარგად უნდა დააკვირდეს ამ ტიპის ღონისძიებებს. ეს ხალხი, ვგულისხმობ სპიკერებსაც და მაყურებლებსაც, საზოგადოების ის ნაწილია, რომლისგანაც უნდა მოველოდეთ სიახლეებს, ცვლილებებსა და გარღვევებს. აქ არიან ნამდვილი ვარსკვლავები და ტალანტები, რომლებსაც აქვთ იმის რესურსი, რომ თავიანთი საქმიანობით ქვეყანა წინ წაწიონ და რეალური ცვლილებები მოახდინონ. ვფიქრობ, ადამიანთა ეს მცირე ჯგუფი ქვეყნის მომავლის მოდელია და აქ კარგად ჩანს, თუ სად ვიქნებით ხვალ.

SCORPIONS-ის კონცერტისთვის დამატებითი მატარებელი დაინიშნა

“ვეფხვი” და ჯონ სნოუ INFINITI Q60-ის რეკლამაში