in

ევროპული კულტურული ფესტივალი „ევროპალია“ საქართველოს მიეძღვნება

ევროპული კულტურული ფესტივალი „ევროპალია“, 2022 წელს, საქართველოს მიეძღვნება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ფესტივალი, სამეფო ოჯახის პატრონაჟით, ყოველ ორ წელიწადში, ბელგიაში იმართება და სექტემბრიდან იანვრამდე გრძელდება. ირჩევა ქვეყანა, რომელსაც მთლიანობაში ეძღვნება აღნიშნული ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 400 ღონისძიება ეწყობა. “ევროპალია” პირველად, 1969 წელს, იტალიაში ჩატარდა, 2017 წელს – ინდონეზიაში. უახლოესი “ევროპალია” 2019 წლის 2 ოქტომბერს, რუმინეთში გაიხსნება.

 

“ყოველ 2 წელიწადში ბრიუსელში იმართება ევროპული მასშტაბის ფესტივალი. ძირითადი ადგილი არის ბრიუსელი, მაგრამ მოიცავს ბელგიას. ეს ფესტივალი ეწყობა სამეფო ოჯახის პატრონაჟით. ირჩევა ქვეყანა, რომელსაც მთლიანად ეძღვნება ფესტივალი. ეს ღონისძიება არის ძალიან დიდი მასშტაბის, მოიცავს კულტურის ყველა სფეროს და გრძელდება 4 თვე. სექტემბრიდან იანვრამდე იმართება 400- მდე ღონისძიება. 2022 წლის europalia – ასე ჰქვია ამ ფესტივალს, მიეძღვნება საქართველოს. 2022 წლის სექტემბრიდან ბრიუსელში, მთლიანად ბელგიაში და ევროპულ დედაქალაქებში იქნება ქართული კულტურის ზეიმი” – განაცხადა აღნიშნულზე საუბრისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიაში და საქართველო წარმომადგენელმა ევროკავშირში, ნატალი საბანაძემ.​

[fbvideo link=”https://www.facebook.com/mfageorgia/videos/601512423630743/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

Avengers 4-ის სპოილერი “აუდის” რეკლამაში

დაიცავით თქვენი ძაღლები ფოიერვერკის ხმაურისგან