in

რევოლუცია საკლუბო ფეხბურთში? ტოპკლუბები ახალ „სუპერლიგას“ ქმნიან?

„მოგიწოდებთ, დაივიწყოთ ეს დამცინავი იდეა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე კლუბის პირად ინტერესებს ემსახურება“, – წერია უეფას ოფიციალურ მიმართვაში.

Sporti
Sporti

ევროპული ფეხბურთის 12-მა ტოპგუნდმა ახალი საფეხბურთო ლიგა დააარსა. შესაბამისად, შუა კვირაში გასამართი ახალი საფეხბურთო ტურნირი – სუპერლიგა ოფიციალურად დარეგისტრირდა.

ეს 12 კლუბია: მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალიდატოტენჰემი“.

ცნობილია, რომ ევროპის სუპერლიგის პირველი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იქნება.

20 მონაწილე ორ ჯგუფში, 10-10 გუნდად გადანაწილდება და „შინ-სტუმრად“ პრინციპით, წრიული სისტემით ითამაშებს. ჯგუფების 3-3 საუკეთესო გუნდი 1/4 ფინალში გავა, კიდევ ორი გუნდი კი დამატებითი პლეი-ოფით გამოვლინდება. „სუპერ ლიგის“ მატჩები შუა კვირაში ჩატარდება.

„ჩვენ ფეხბურთს განვითარებაში ნებისმიერ დონეზე დავეხმარებით და მას დავაყენებთ იქ, სადაც მისი ადგილია. ფეხბურთი მსოფლიოში ერთადერთი გლობალური სპორტია, რომელსაც 4 მილიარდზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს და ჩვენი, როგორც დიდი კლუბების, პასუხისმგებლობაა, რომ მათ სურვილებს პატივი ვცეთ“, – განაცხადა მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, პლორენტინო პერესმა.

„სეზონის განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი კლუბებისა და ფეხბურთელების გაერთიანებით, „სუპერლიგა“ ევროპულ ფეხბურთში ახალ ეპოქას იწყებს. ეს ლიგა უზრუნველყოფს მსოფლიო დონის კონკურენციასა და შესაძლებლობებს, ასევე გაზრდის ფინანსურ მხარდაჭერას საფეხბურთო პირამიდისთვის“ – ამბობს ჯოელ გლეიზერი, მანჩესტერ იუნაიტედის თანამფლობელი.

ახალ ტურნირს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მყისიერად გაემიჯნა და საკმაოდ მკაცრი პოზიცია ოფიციალურადაც გააჟღერა:

„ჩვენ შევიტყვეთ, რომ ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის საფეხბურთო კლუბები ყველასგან განცალკევებით, ახალი ტურნირის შექმნას აპირებენ. თუ ეს მოხდება, უეფა და ფიფა შესაბამის ზომებს მიიღებს. მოგიწოდებთ, დაივიწყოთ ეს დამცინავი იდეა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე კლუბის პირად ინტერესებს ემსახურება.

შეგვიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ყველა სამართლებრივ და სპორტულ ზომას მივიღებთ, რათა ეს იდეა არ განხორციელდეს. ფეხბურთი საზოგადო სპორტია და არავის აქვს უფლება, ინდივიდუალურად რამე გადაწყვიტოს. იმ შემთხვევაში, თუ ტურნირი ჩაეშვება, ყველა გუნდი, რომელიც მასში მონაწილეობას მიიღებს, უეფასა და ფიფას ეგიდით, გასამართი გათამაშებებიდან მოიხსნება. ასევე, ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში ვეღარ ითამაშებენ.

მადლობას ვუხდით ფრანგულ და გერმანულ კლუბებს, რომელთაც ამ ცინიკურ იდეაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. მოვუწოდებთ ყველა სპორტულ და პოლიტიკურ ძალას, „სუპერლიგის“ წინააღმდეგ ბრძოლაში შემოგვიერთდეს. საკმარისია! პირადი სურვილების გამო, ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს“, – წერია უეფას ოფიციალურ მიმართვაში.


ახალი კვლევა – ატმოსფეროში ათასობით ტონა მიკროპლასტმასაა!

როგორ დავიწყოთ იოგა? – რჩევები