in

Europebet გარე რეკლამას აღარ განათავსებს და სატელევიზიო და „ონლაინ“ კომუნიკაციას შეცვლის

„ევროპაბეთი“ , 2020 წლის იანვრიდან მომხმარებლებს „ონლაინ“ ხელსაწყოებს შესთავაზებს, 2019 წლის დეკემბრიდან  კი, ეტაპობრივად უარს ამბობს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც, დიდი ალბათობით, სცილდება მათ მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი.

BOG
BOG

 

„კამპანია „პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც სათამაშო ბიზნესისა და საზოგადოების ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად. რა არის პასუხისმგებლიანი თამაში? – პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში, პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ – ეს არის მთავარი მიმართულებები, რომლებიც კომპანია „ევროპაბეთმა“ თავისი ბიზნესის ფუნდამენტურ ნაწილად აქცია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ აზარტული თამაშები არ არის სრულიად ურისკო. მიუხედავად იმისა, რომ „ევროპაბეთის“ მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა თამაშს ყოველდღიური გართობის საშუალებად მიიჩნევს, მაინც არის მოთამაშეთა მცირე რაოდენობა, ვისთვისაც აზარტული თამაში შეიძლება პრობლემური გახდეს“.

პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესში, როგორც კომპანიაში ამბობენ, 2020 წლის იანვრიდან „ევროპაბეთი“ მომხმარებლებს „ონლაინ“ ხელსაწყოებს შესთავაზებს, რაც, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, უპრეცედენტო იქნება ქართული სათამაშო ბაზრისთვის. ესენია:

• რეალობის შემოწმების შეტყობინება

• თვითშეფასების ტესტი

• მოთამაშის რჩევები

• 24/7 მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის

• პრობლემური მოთამაშეების თერაპია

• გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია

• პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში

2019 წლის დეკემბრიდან „ევროპაბეთი“ ეტაპობრივად უარს ამბობს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც, დიდი ალბათობით, სცილდება ჩვენს მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი. კერძოდ:

• უარს ვამბობთ გარე რეკლამაზე სრულად

• საათობრივად ვზღუდავთ რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში

• ინტერნეტრეკლამაში მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ასაკობრივ შეზღუდვას

„ევროპაბეთი“ არის გლობალური ჯგუფის წევრი, რომელიც ლეგალურადაა წარმოდგენილი მსოფლიოს 10 ქვეყანაში, 17 ბრენდით. გვჯერა, რომ დღეს საქართველოს სათამაშო ბიზნესის ბაზარი განვითარებადია და გარემოს გაუმჯობესებისთვის ევროპული გამოცდილების გაზიარებას საჭიროებს. „ევროპაბეთმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკომუნიკაციო არხებზე თვითშეზღუდვით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოახმაროს. ამ მიზნით 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. კერძოდ:

• პასუხისმგებლიანი თამაშის ცნობადობის გაზრდა – საინფორმაციო ვებგვერდები, სტატიები და სიუჟეტები. პრობლემურ თამაშთან მუშაობა, ქოლცენტრი და თერაპია

• სპორტის განვითარება – მიზანია საერთაშორისო წარმატებაში ხელშეწყობა როგორც მიმდინარე, ისე ახალი პროექტებით

• ონლაინ მედიის განვითარება – ონლაინ მედიის გაყიდვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობა

• სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები

• ლოკალური კულტურის მხარდაჭერა და განვითარება.

„ევროპაბეთი“კომპანია 4 წლის წინ გაიყიდა და მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის მფლობელობაში. BETSSON გლობალური კომპანიაა და 17 ბრენდით ლეგალურად ოპერირებს 10 სხვადასხვა ქვეყანაში.

„საქართველოს სათამაშო ბიზნესი განვითარებადია და განვითარებული ქვეყნების პრაქტიკების გაზიარებას საჭიროებს. აქ არაფერია ისეთი, რაც ჩვენი გამოცდილებით ევროპულ ქვეყნებში არ ყოფილა. უბრალოდ, ჩვენ განვითარების ამ ეტაპზე ვართ და აუცილებელია თანმიმდევრული ცვლილებები. პასუხისმგებლიანი თამაშის ქართულ ბაზარზე შემოტანა ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იყო, რაც BETSSON-მა „ევროპაბეთის“ შეძენის მომენტიდან დაიწყო. პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფცია არ არის მხოლოდ სიტყვები და ის გამყარებული უნდა იყოს ბიზნესპროცესებით, რასაც საკმაოდ დიდი დროითი და ადამიანური რესურსები მოხმარდება“.

ევროპაბეთში ამბობენ, რომ ამ ახალ, სათამაშო ბიზნესის ქართული ბაზრისთვის უნიკალურ კამპანიას დეკემბერშივე იწყებს და ეტაპობრივად გაგრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ამასთან, კომპანია ყოველი კვარტალის ბოლოს წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც 100%-ით გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას შესაძლებლობა მიეცემა, ნახოს, რა შედეგი ჰქონდა კომპანიის ამა თუ იმ ინიციატივას.

 

 

ყოველ მეასე მყიდველს, რა?.. – “ალტას” რეკლამა

Project Artbeat-ის ორი არტისტი – თამო ჯუღელი და ქეთი კაპანაძე Nada Miami-ზე წარდგა