in

„ევროპაბეთის“ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, სტუდენტებისთვის

„ევროპაბეთი“ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებსა და პოზიციებზე სტაჟირების პროგრამას იწყებს. 6 თვის განმავლობაში, პროექტის მონაწილეებს, შანსი ექნებათ, აიმაღლონ პროფესიული უნარ-ჩვევები და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. პროგრამის სახელწოდება Level Up სწორედ ამ გზავნილის მატარებელია.

ტექნოლოგიები, IT, მარკეტინგი, ხარისხის უზრუნველყოფა, HR – სტაჟირების პროგრამა ამ მიმართულებებზე  დაეხმარება ახალგაზრდებს, პროფესიული კუთხით განვითარდნენ, მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში, სხვადასხვა სფეროს ექსპერტების მენტორობით.

თიკა ქსოვრელი

უკვე რამდენიმე წელია, ჩემი გუნდისთვის სტუდენტებთან ურთიერთობა და მათთვის ჩვენი კომპანიის გაცნობა საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მიგვაჩნია, რომ დამწყები პროფესიონალები არიან ის ადამიანები ვინც ახალი სტანდარტი უნდა შექმნას დასაქმების ბაზარზე. დამწყები ენთუზიასტებისთვის ოცნების სამსახურის მთავარი კრიტერიუმი განვითარების შესაძლებლობა და თანამშრომლების ბედნიერებაზე ორიენტირებული კომპანიებია. „ევროპაბეთს“ აქვს ამბიცია, იყოს საუკეთესო დამსაქმებელი რაც გვაძლევს მოტივაციას ჩვენი სამუშაო გარემოს ბენეფიტები და ის ინტელექტუალური რესურსი რაც ჩვენს ტალანტებს გამოარჩევს, გავუზიაროთ კარიერის დასაწყისში მყოფ მონდომებულ კანდიდატებს“, – ამბობს თიკა ქსოვრელი, „ევროპაბეთის“ ტალანტების მოზიდვისა და დამსაქმებლის ბრენდინგის განყოფილების უფროსი. 

სტაჟირება 2-დან 6 თვემდე გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები მიიღებენ სტიპენდიას, ჩაერთვებიან ყოველდღიურ საქმიანობაში და დაესწრებიან მათივე სფეროს პროფესიონალების მიერ ჩატარებულ ვორკშოპებსა და მასტერკლასებს.

„სტაჟირება 8 სხვადასხვა პროფესიის ტალანტებისთვის გვექნება. კანდიდატების შერჩევისას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება სამოტივაციო წერილს. ამ ნაბიჯით გვინდა  საქართველოში არც ისე აპრობირებული, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში აუცილებელი თვითპრეზენტირების ფორმა დავნერგოთ“, – ამბობს თიკა ქსოვრელი

პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პროგრამის ავტორები სტუდენტებს თავად წარუდგენენ. „ევროპაბეთის“ ტალანტების მოზიდვის განყოფილება შეხვედრებს უნივერსიტეტებში, 15 ივნისიდან იწყებს.

„ევროპაბეთი“ 2015 წელს, მთლიანად გადავიდა შვედური კომპანიის Betsson Group-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. ჯგუფი ევროპული ოპერირების პასუხისმგებლობიანი მოდელის დანერგვას ბაზარზე როგორც ბიზნესის ისე დამსაქმებლის მიმართულებით წლებია ცდილობს.

 

[R]

Mymarket-ის პლატფორმა სრულად განახლდა

„საქართველოს ბანკმა“, Global Finance-სგან, Best Sub-Custodian Bank Award-ის ჯილდო წელსაც მიიღო