in , ,

ყველაზე ხმამაღალი კაცი ევრობასკეტზე ქართველი ფანების სტატუსებს ყვირის!

თუ ევრობასკეტზე ნაკრების გამხნევება გინდა და ისრაელში წასვლას ვერ ახერხებ, 1 692 კილომეტრიანი დისტანცია პრობლემა აღარ არის. სპეციალურად შერჩეული ყველაზე ხმამაღალი კაცი უკვე  ევრობასკეტზე იმყოფება იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივრების გამამხნევებელი შეძახილები კალათბურთელებს დარბაზიდან ყვირილით მიაწვდინოს.

დარბაზში გულშემატკივრის ყოფნას ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ვინაიდან ისრაელში მოხვედრა რთულია და შესაძლოა ბევრმა გულშემატკივარმა დარბაზში ყოფნა ვერ შეძლოს, ამ პრობლემას ყველაზე ხმამაღალი კაცი აგვარებს.

 

ჩვენი კალათბურთელებისთვის ხმის მისაწვდენად ორი ვარიანტია: უნდა დაწეროთ საჯარო გამამხნევებელი სტატუსი ფეისბუქის კედელზე ჰეშთეგითერთხმად ან გადახვიდეთ ვებგვერდზე www.ertkhmad.ge , სადაც მატჩსაც მიადევნებთ თვალს და ცოცხალ რეჟიმში ნაკრებს გამამხნევებელ შეძახილებს ხმამაღალი კაცის მეშვეობით მიაწვდენთ.

ხმამაღალი კაცი თქვენი აქტიურობის მოლოდინშია. ერთხმად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს!

კამპანიაზე სააგენტო Leavingstone-მა იმუშავა.

ფრინველთა უიშვიათესი წარმომადგენელი Air New Zealand-ის რეკლამაში

მელიკ აზარიანცის ხვალინდელი დღე