რას ნიშნავს კარგი სამუშაო სივრცე? რას გულისხმობს თანამშრომლებზე ზრუნვა? რატომ შეიძლება იყოს კომპანიის სტრატეგიაში ეს საკითხი პრიორიტეტული? – საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, კარგი სამუშაო გარემო პოზიტიურ გავლენას ახდენს თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე და ის ბედნიერს ხდის მათ, გრძელვადიან პერსპექტივაში. ამის მიზეზი კი ძალიან მარტივია: კარგი გარემო ზრდის პროდუქტიულობას, შთაბეჭდილებას ახდენს კლიენტებზე, ხელს აძლევს კარგი ატმოსფეროს შექმნას სამუშაო სივრცეში და ა.შ. უფრო კონკრეტულად, ამ საკითხზე მარკეტერის შეკითხვებს „ევროპაბეთის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ ქლიბაძემ უპასუხა და ამ კუთხით, კომპანიის გამოცდილება გაგვიზიარა:
M: რას ნიშნავს კარგი სამუშაო გარემო და რამდენად მნიშნელოვანია კომპანიისთვის ამ საკითხზე ზრუნვა?
კარგი სამუშაო გარემოს შექმნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ საბაზისო ელემენტების გათვალისწინება, რასაც ჰქვია: ნათელი, ფერადი, სასიამოვნო სამუშაო სივრცე, კომფორტული სამუშაო სკამი, მაგიდა თუ ტექნიკა. თუმცა, გარდა ამისა, არის დეტალები, რომელიც თანამშრომელს სჭირდება, რათა იგრძნოს, რომ კომპანია მასზე ზრუნავს და არ არის ორიენტირებული მხოლოდ მისი ადამიანური რესურსის გამოყენებაზე – გარდა ხელფასისა, მადლიერებას ადამიანური ზრუნვითაც გამოხატავს. ასევე, თანამშრომელთა ზრუნვის საკითხში გამოიხატება კომპანიის კონკურენტუნარიანობაც, მაგალითად, როცა არსებული სამუშაო გარემო ახდენს პირველ ეფექტს დასაქმების კანდიდატზე და უმარტივებს არჩევანს, რატომ უნდა ამჯობინოს ეს კომპანია სხვას. M: Europebet-ისთვის რამდენად პრიორიტეტულია თანამშრომლებზე ზრუნვის საკითხი და როგორია თქვენი გამოცდილება, ამ მხრივ?
„ევროპაბეთის“ სტრატეგიაში, თანამშრომლებზე ზრუნვა, ეტაპობრივად, ხვდებოდა დღის წესრიგში და იმის გათვალისწინებით, რომ ის გახდა შვედური საერთაშორისო კომპანია Betsson Group-ის წევრი, რომელსაც აქვს საკუთარი ღირებულებები, თანამშრომელთა ზრუნვის კუთხით, ეს საკითხი იქცა ჩვენს პრიორიტეტად. 1 წელია, რაც ვავითარებთ ოფისის კონცეფციას და ეს მხოლოდ ვიზუალში არ გამოიხატება. არის გარკვეული სერვისები, რასაც ექსკლუზიურად, ვთავაზობთ ჩვენს თანამშრომლებს და ვიცით, რომ ამას სხვები არ აკეთებენ.როგორც უკვე ვახსენეთ, კომფორტულ გარემოში ვგულისხმობთ არა მხოლოდ სამუშაო ადგილის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფას, არამედ სივრცის არსებობას დასვენებისთვის, სწავლებისა და განვითარებისთვის – შემოქმედებით გარემოს, რომელიც თანამშრომლებისთვის ახალი იდეების განვითარების ინსპირაციად იქცევა. ყველაფერი ეს კი ყოველდღიურ, ყოფით საჭიროებებზე ნაკლები ზრუნვის ხარჯზე მიიღწევა. მაგალითად, იმაზე ფიქრის ნაცვლად, სად ჰქონდეთ ლანჩი, ან სად იკვებონ ჯანსაღად და ა.შ. გვაქვს „ქეითერინგი“ და ჩვენ მიერ შეთავაზებული რაციონი შეიცავს ყველა იმ ელემენტს, რაც ჯანსაღი კვებისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, ვთავაზობთ ვიტამინიზირებულ წყლებს, რომლითაც გვინდა, ზოგადად, წყლის სმის კულტურა დავნერგოთ და ამასთან, ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც სპორტს მისდევენ, გავუმარტივოთ ხელმისაწვდომობა ვარჯიშის შემდგომ აუცილებლად მისაღებ სითხეზე. ვცდილობთ, მეტი ჟანგბადი, სუფთა ჰაერი და სიმწვანე გვქონდეს ჩვენს სივრცეში.
ინტერიერის დიზაინის კონცეფციის შექმნაში დაგვეხმარა დოდოშკა ჩხეიძე, კედლის მხატვრობა კი მუსია ქებურიას ეკუთვნის. რაც შეეხება თანამშრომელთა სერვისებსა და ბენეფიტებს, კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტმა შეიმუშავა.