in

ევროპის ყველაზე დიდ ვერტიკალურ ფერმაში რობოტები იმუშავებენ

როგორც ჩანს, ტექნოლოგიები სულ უფრო მეტ ადგილს იმკვიდრებს კვების ინდუსტრიაში.

ვერტიკალურ ფერმებს მთელ მსოფლიოში შევხვდებით. ახლა კი დანიაში დასრულდა ამ ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობის – Taastrup კონსტრუირების პირველი ფაზა.

სწრაფად გავრცელებული ტექნოლოგია, რომელიც ვერტიკალურ მიწათმოქმედებას ახორციელებს, იყენებს LED განათებებსა და ძლიერ კონტროლირებად შიდა გარემოს, ნაკლებ წყალს და სასუქს პროდუქციის მოსაყვანად. Taastrup-შიც მცენარის მოყვანა შესაძლებელია ძალიან მცირე ოდენობის წყლის მეშვეობით. თანაც, მთავარი ენერგიის წყაროს ქარი წარმოადგენს.

აქ პატარა ბორბლებზე რობოტებს დაევალებათ თესლის გადატანა სხვადასხვა რიგის თაროებში, სენსორები კომბინირებულ ჭკვიან პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად დააკვირდებიან და დაამუშავებენ 5000-ზე მეტ სხვადასხვა მონაცემთა ბაზას. მთავარია LED სინათლის ინტენსივობა, რადგან ის ეხება მცენარის ზრდის ეტაპს.

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისთვის და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

პირველი კომერციული საშობაო ბარათის სკანდალური ისტორია და მისი ბედი დღეს

ქართველი YouTube-ერების ოჯახმა ტანსაცმლის ბრენდი squad. შექმნა