22
Jan
2019

მსოფლიო კორპორაციებს ევროკავშირის რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებენ

22 Jan 2019

Apple-ს, Google-ს, Amazon-ს,  Spotify-სა და Netflix-ს ევროკავშირის პირადი მონაცემების დაცვის რეგლამენტის (GDPR) დარღვევაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პირადი მონაცემების დაცვის ჯგუფ Noyb-ის ცნობით, ეს კომპანიები ევროკავშირის მოთხოვნებს სრულად არ ემორჩილებიან. GDPR-ის თანახმად, ევროკავშირის მომხმარებლებს, უფლება აქვთ, გაიგონ, რა ინფორმაციას ფლობენ მათზე კორპორაციები და შესაბამისი ასლებიც გამოითხოვონ. სწორედ ამ პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ ე.წ. ტექნოლოგიურ გიგანტებს.

BBC-ის ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ, საჩივრები უკვე შევიდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კომპანიებს საკმაოდ სოლიდური ფინანსური სანქციები დაეკისრებათ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის პირადი მონაცემების დაცვის ახალი რეგლამენტი, 2018 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდა.

 

განხილვა