in ,

ბიუსტჰალტერი EVA მკერდის კიბოს დასადგენად! – თინეიჯერის გამოგონება დედის სიკვდილის მიზეზთან საბრძოლველად

18 წლის მექსიკელმა ახალგაზრდამ – ხულიენ რიოს კანტუმ, შექმნა ინოვაციური ბიუსტჰალტერი, რომელიც ხელს შეუწყობს მკერდის კიბოს ნიშნების ადრეულ სტადიაში დადგენას. იდეის ავტორსა და შემსრულებელს, სიმსივნესთან ბრძოლისა და მისი დროული დიაგნოზირების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი დედის გარდაცვალების შემდეგ გაუჩნდა. კანტუ 13 წლის იყო, როცა მას დედა მკერდის სიმსივნის გამო გარდაეცვალა. მან მიღებული ტრავმის სუბლიმირება შეძლო და კაცობრიობისთვის საკეთილდღეო გამოგონების საფუძვლად აქცია.  

BOG
BOG

კანტუ Higia Technologies-ის თანადამფუძნებელია, მათი პროდუქტი – ინოვაციური ბიუსტჰალტერი „ევა” ტემპერატურის, ქსოვილებისა და კანის ფერის ცვლილებებზე რეაგირებს, სპეციალური სენსორების მეშვეობით, აკვირდება იმ ქალის მკერდს, რომელსაც „ევა” აცვია და აჩენს უბრალო მონაცემებსა თუ საგანგაშო ცვლილებებს სმარტფონის ეკრანზე, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით. ასე თქვენ შეგიძლიათ ჯანმრთელობის მონიტორინგი და იმ დაავადების ნიშნების ადრეულ სტადიაშივე აღმოჩენა, რომლის შედეგადაც, წელიწადის განმავლობაში, მსოფლიოში 8 200 000 ადამიანი იღუპება.

„როცა მკერდში სიმსივნე იწყებს განვითარებას, ამ კონკრეტულ წერტილში გროვდება მეტი სისხლი და იმატებს ტემპერატურა. ეს ის მაჩვენებლებია, რომლებზეც უმალ რეაგირებს „ევა”. იმ შემთხვევაში, თუ მან დაადგინა მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვენს მკერდში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს”, – განმარტა კანტუმ.

 

 

ახალგაზრდა გამომგონებელმა რამდენიმე პრიზი მიიღო ამ ინოვაციისთვის. მაისის დასაწყისში, მან მოიპოვა პირველი ადგილი Global Student Entrepreneur Awards-ში.

ერთგულების ფასად მიღებული სანატრელი პრიზი – Pepsi-ს სიურპრიზი ფეხბურთის მოყვარულებს

მართვის აკადემიის ტრენინგი – „ფონდების მოძიება და დონორებთან ურთიერთობა“ მაია მიქაშავიძესთან ერთად