in

რობოტმა გაიღიმა – ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რობოტი ადამიანის გამომეტყველებაზე სწორად რეაგირებს

მას შეუძლია გამოხატოს სიბრაზის, ზიზღის, შიშის, სიხარულის, მწუხარებისა და გაკვირვების ექვსი ძირითადი ემოცია

მიუხედავად იმისა, რომ სახის გამომეტყველება დიდ როლს ასრულებს ნდობის განმტკიცებაში, რობოტების უმეტესობას მაინც ბანქოს პროფესიონალი მოთამაშის მსგავსი “ცარიელი”, სტატიკური სახე აქვს. თუმცა იქ, სადაც მანქანურ არსებებსა და ადამიანებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო, რეალისტურის რობოტების არსებობის აუცილებლობა სულ უფრო იკვეთება.

Creative Machines-ის ლაბორატორიის მკვლევრები დიდი ხანია, რობოტებსა და ადამიანებს შორის ურთიერთქმედებით არიან დაინტერესებულნი. მკვლევრები ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ EVA-ს შექმნაზე – ეს არის ახალი ავტონომიური რობოტი, რბილი და ექსპრესიული სახით, რომელიც ახლომდებარე ადამიანების გამომეტყველებას პასუხობს.

“EVA-ს იდეა რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა, როდესაც მე და ჩემმა სტუდენტებმა იმის შემჩნევა დავიწყეთ, რომ ჩვენს ლაბორატორიაში რობოტები პლასტიკური, სტატიკურად გაშტერებული თვალებით გვიყურებდნენ” – ამბობს ჰოდ ლიპსონი, Creative Machines Lab-ის დირექტორი.

ლიპსონმა მსგავსი ტენდენცია სასურსათო მაღაზიაში შეამჩნია, სადაც გადამამუშავებელ რობოტებს წააწყდა, თავისი სამკერდე ნიშნებითა და ქუდით. როგორც ჩანს, ადამიანები ჰუმანიზაციას უწევდნენ თავიანთ რობოტ კოლეგებს თვალების, იდენტობისა თუ სახელის მინიჭებით… “ამან გვაფიქრებინა, რატომ არ უნდა შევქმნათ რობოტი, რომელსაც ადამიანის მსგავსი სუპერექსპრესიული და მგრძნობიარე სახე აქვს?”. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივად ჟღერს, დამაჯერებელი რობოტის სახის შექმნა დიდი გამოწვევა იყო მანქანათმშენებლებისთვის. ათწლეულების განმავლობაში სხეულის რობოტული ნაწილები ლითონის ან მყარი მასალებისგან მზადდებოდა – ანუ, მასალებისგან, რომლებიც მეტისმეტად “მტკიცეა” ადამიანის ქსოვილის ინტერპრეტაციისთვის.

პროექტის პირველი ეტაპი ლიპსონის ლაბორატორიაში რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც სტუდენტთა გუნდს ზანვარ ფარაჯი ხელმძღვანელობდა. მათ სხეულისგან გამოყოფილი რობოტის ბიუსტი შექმნეს, რომელიც თავისი ვიზუალით Blue Man Group-ს, ამერიკული პეროფრმანსის ხელოვნების კომპანიას მოგვაგონებს. ბიუსტს, ხელოვნური “კუნთების” გამოყენებით, შეუძლია გამოხატოს სიბრაზის, ზიზღის, შიშის, სიხარულის, მწუხარებისა და გაკვირვების ექვსი ძირითადი ემოცია.

“EVA-ს შექმნის ყველაზე დიდი გამოწვევას სისტემის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც საკმარისად კომპაქტური უნდა ყოფილიყო ადამიანის თავის ქალის ჩარჩოებში მოსათავსებლად და საკმარსად ფუნქციონალური სახის სხვადასხვაგვარი გამომეტყველების წარმოსაქმნელად” – აღნიშნა ფარაჯმა.

ამ გამოწვევის დასაძლევად, გუნდი უმეტესწილად 3D ბეჭდვას ეყრდნობოდა, რათა კომპლექსური ფორმის ნაწილები შეექმნა, რომლებიც შეუფერხებლად და ეფექტურად ინტეგრირდებოდა ბიუსტის თავისქალაზე. ერთ დღეს კი EVA-მ გაიღიმა! “საკუთარ საქმეზე ვფიქრობდი, როდესაც მან მოულოდნელად დიდი, მეგობრული ღიმილით შემომხედა. ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ მექანიკური იყო, მაგრამ რეფლექსურად მეც ვუღიმოდი” – იხსენებს ლიპსონი.

მას შემდეგ, რაც გუნდმა საკმარისად გამართულად მიიჩნია ბიუსტის მექანიკა, პროექტის ძირითადი ეტაპი დაიწყო – ხელოვნური ინტელექტის დაპროგრამება, რომელიც EVA-ს გამომეტყველებაზეა პასუხისმგებელი. იგი ღრმა სწავლების ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რათა ახლომდებარე ადამიანების სახის გამომეტყველება “წაიკითხოს” და შემდეგ ასახოს. რობოტს აქვს უნარი, ემოციების ფართო სპექტრი გაიმეოროს. შეცდომის დაშვების შემთხვევაში კი სისტემის მიერ შეიტყობს.

პროგრამული ეტაპის ხელმძღვანელმა, ბოიუან ჩენმა გააცნობიერა, რამდენად რთული პროცესია სხვადასხვა გამომეტყველების მიღება. ამიტომაც, რობოტის ტვინს ორი შესაძლებლობის ათვისება სჭირდებოდა: პირველი, რაიმე სახის განსაკუთრებული გამომეტყველების წარმოსაქმნელად მექანიკური კუნთების საკუთარი რთული სისტემის გამოყენება ისწავლა და მეორე, შეიმუშავა გარკვეული სისტემა, თუ როგორი გამომეტყველება უნდა მიიღოს კონკრეტული სახის “წაკითხვის” შემდეგ. ამასთან ერთად, EVA-ს ასწავლეს, როგორ გამოიყურებოდა თავად.

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ეს მხოლოდ ლაბორატორიული ექსპერიმენტია და ჯერ კიდევ შორსაა იმ რთული მიზნისგან, რომელიც რობოტი ადამიანთან ურთიერთობისას ბუნებრივ, სიტუაციასთან ადეკვატურ სახის გამომეტყველებას იღებს. “გარკვეული შეზღუდვა არსებობს, თუ რამდენად შეგვიძლია, ადამიანები ემოციურად დავაკავშიროთ ღრუბლოვან სისტემებზე დაფუძნებულ ჩეთბოტებს ან რობოტებს” – აღნიშნავს ჩენი. თუმცა ამგვარი ტექნოლოგიების განვითარება სულ უფრო გაზრდის შესაძლებლობების ხაზს…

დავით ჩიკვაიძის წიგნი „ანტიგაყიდვები“ Amazon-ზე იყიდება!

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით, ტექბოლის პირველი ოფიციალური ტურნირი გაიმართა