გამომცემელმა Folio Society-მ წელს, 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად, Folio Book Illustration Award დააწესა. ჯილდოს პირველი მფლობელი კი ევანჯელინ გალაჰერი გახდა, ედგარ ალან პოს მოთხრობისთვის შექმნილი ილუსტრაციებისთვის — „წითელი სიკვდილის ნიღაბი“.
1842 წელს გამოქვეყნებული მოთხრობა პრინც პროსპეროს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავის ციხესიმაგრეში გაიქცა, რათა თავი დააღწიოს მომაკვდინებელ ჭირს — ანუ წითელ სიკვდილს. ევანჯელინი სწორედ ამ სცენარის ირგვლივ ქმნიდა ციფრულ ნამუშევარს და საკვანძო მომენტებს ვიზუალურად აცოცხლებდა.
„მინდოდა, მნიშვნელოვანი მომენტები შემერჩია, რადგან მხოლოდ ერთი სურათი უნდა წარმედგინა. ამიტომაც, ვცდილობდი, სიუჟეტის ბევრი მთავარი ელემენტისთვის მომეყარა თავი“, — აღნიშნავს ევანჯელინი. შედეგად, მან აარჩია მომენტი, როდესაც წითელი სიკვდილის ფიგურა ოთახიდან ოთახში ნელა გადაადგილდება. მაშინ, როცა სტუმრები გამოწყობილნი არიან დახვეწილ კაბებში და თეატრალურ ნიღბებში, ჩონჩხის ფიგურა გამოირჩევა თავისი გაცვეთილი წითელი მოსასხამით, წვეტიანი ქუდით და სისხლით გაჟღენთილი, გამჭოლი გამომეტყველებით.
დეტალებს გასაოცარი ყურადღება ექცევა, დაწყებული ილუსტრაციის პერფორირებული შტამპით, ლურჯი, მწვანე და მეწამულის მეორადი პალიტრით დასრულებული, რომელიც აფრიალებულ ფარდებში, ფანჯრებში და სტუმრების კოსტიუმების ნაწილებში მოჩანს.
სხვა დაჯილდოებული მონაწილეები არიან: ტანჰ-ვუ ნგუენი, ჟიიუ იუ, სარა კუმერი, ირან ჯია და ჰარი კემპბელი.