in

ეველინ ბრეკლოუს ჭიანჭველებით მოხატული ჭურჭელი

ეველინ ბრეკლოუ გერმანელი მხატვარია, რომელიც ფაიფურის ჭურჭელს ოქროთი და პაწაწინა ჭიანჭველებით რთავს. არტისტი ვინტაჟურ ჭურჭელზე ხელით ხატავს პატარა ჭიანჭველებს, რომლებიც თითქოს წარმოსახვითი ლუკმის გარშემო იკრიბებიან და ეს, ერთი შეხედვით, არც თუ ისე სასიამოვნო შესახედავია, თუმცა ამავე დროს, ორიგინალური და საუცხოოა.

BOG
BOG

ბრეკლოუმ ამ მიმდინარეობას დაახლოებით 10 წლის წინ მიჰყო ხელი. დაიწყო ძველი თეფშების, ჩაიდნებისა და ფინჯნების შეგროვება და მათზე დეტალიზებული, პატარა არსებების დახატვა. ჯამში კი ასობით ნამუშევრის ავტორია. 

“ჭიანჭველების ხატვა ჩემთვის ესთეტიკური პროცესია. იმის გამოხატვა, თუ როგორ გადაადგილდებიან ისინი სხვადასხვა ობიექტზე იყო და ახლაც რჩება საინტერესო გამოცდილებად”, – წერს ის.

ამჟამად ბრეკლოუ მუშაობს რამდენიმე ფართომასშტაბიან პროექტზე, მათ შორის მრავალმხრივ ინიციატივაზე, სახელწოდებით Antology. ახლახან დაასრულა ჭიანჭველებით მოხატული ფიგურებისა და სხვა სკულპტურული ობიექტების კოლექცია, რომელიც შეგიძლიათ დაათვალიეროთ მის საიტზე.

“განკითხვის დღის სარდაფში” აპოკალიფსისთვის განკუთვნილი საკვები ინახება

OpenSea-ს მომხმარებლებმა ასობით NFT დაკარგეს