in

„პროფესია დისტანციის გარეშე”, „ევექსი ჰოსპიტლების“ გუნდი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს

„პროფესია დისტანციის გარეშე” – „ევექსის ჰოსპიტლების“ კამპანიაა, რომელიც გლობალური გამოწვევების წინაშე, ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პროფესიის მქონე ადამიანების მზადყოფნას წარმოაჩენს.

 

მაშინ, როდესაც „დისტანცია“ ჩვენს ყოველდღიურობაში ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვად იქცა, არსებობს ისეთი პროფესიებიც, სადაც ფიზიკური დისტანცირება, უბრალოდ, შეუძლებელია. სწორედ ამ პროფესიის ადამიანები იბრძვიან სიცოცხლისთვის უკომპრომისოდ.

კამპანიამ, ქსელის მასშტაბით, გააერთიანა: ექიმები, ექთნები და სანიტრები, საერთო გზავნილით:

ჩვენ თქვენთვის უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ. ვართ და ვიქნებით თქვენ გვერდით.

„ევექსი“: „მთელს სამედიცინო პერსონალს მადლობას ვუხდით მზადყოფნისთვის, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს უსაფრთხო და ეფექტური მომსახურება 24-საათიან რეჟიმში გაუწიონ. დიდი მადლობა მათ გამოვლენილი სიმამაცის, ზრუნვისა და პროფესიონალიზმისთვის. „ევექსი ჰოსპიტლები“, 18 ჰოსპიტლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ჩვენ ვართ და ვიქნებით თქვენ გვერდით!“

კავკასიის მედიცინის ცენტრი
ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი

კარაპს მედლაინი
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა
ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი
ონკოლოგიის ცენტრი
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი
იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი
თელავის რეფერალური ჰოსპიტალი
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი
ფოთის რეფერალური ჰოსპიტალი
ხაშურის ჰოსპიტალი
ქობულეთის ჰოსპიტალი
ახალქალაქის ჰოსპიტალი

Instagram გაქრობად ტექსტურ შეტყობინებებს ტესტავს

როგორ იმოქმედოს ბიზნესმა კორონავირუსის დროს? – Facebook-ის ვებინარი