in

Coca-Cola-ს ლოგო ქუჩის ხელოვნების ნაწილად იქცა

Coca-Cola გლობალურად აღიარებული ბრენდია და მთელ მსოფლიოში მყისიერად ცნობადი სახით გამოირჩევა. ახლა კი იმის ნაცვლად, რომ ბრენდინგის ძალისხმევა ბოთლებისკენ მიმართოს, სასმელების გიგანტი ქუჩის ხელოვნებაში აბიჯებს. უფრო კონკრეტულად, ქუჩის მხატვრებმა შენობების ფასადები საკულტო ლოგოს ტილოდ აქციეს — თითოეული ნამუშევარი კი ინდივიდუალური ხასიათის მატარებელია. ბრენდის თქმით, ეს ყველაფერი კოკა-კოლას იდენტობის ნაწილია და იდეალურ შესაძლებლობას იძლევა საზოგადოების ჩართულობის გასაზრდელად.

BOG

კამპანია, სახელწოდებით Every Coca-Cola is Welcome კრეატიულ სააგენტო VML-ის ხელმძღვანელობით შემუშავდა. მის ფარგლებში კი არაავტორიზებული, მაგრამ მიღებული ემბლემები შეიქმნა, რომლებსაც ბილბორდებზე, ბეჭდურ რეკლამებსა და სხვა საკომუნიკაციო არხებში გამოიყენებენ.

„როგორც წესი, ბრენდები ძალიან იცავენ თავიანთ ვიზუალურ აქტივებს. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, სხვა მიმართულებით წავსულიყავით და ლოგო ქუჩის ხელოვნებად გვექცია“, — განმარტავს ისლამ ელდესუკი, Coca-Cola-ს კრეატიული ხელმძღვანელი.

იკონსული — კომპანია, რომელიც ვიზის მიღების პროცესებზე ჩვენ ნაცვლად ზრუნავს

„გაუმარჯოს ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს!“ — Heineken