27
Jun
2019

„თითოეული დღე შენია!“ – წინა თაობის სათქმელი მომდევნოს

27 Jun 2019

Elit Electronics


ფეხბურთის ლეგენდა, მია ჰემი ახალწვეულთან ერთად დგას, მისკენ იხრება და ეტყვის: „გილოცავ! დღეს შენი დღეა. შენ დიდებულ ადგილას მიაბიჯებ“.

სპორტული სასმლისა და საკვების ბრენდი Gatorade-ის ახალი რეკლამის: „თითოეული დღე შენია“ სიუჟეტი მია ჰემისა და ფეხბურთის ამომავალი ამერიკელი ვარსკვლავის, მელორი ფიუს მონაწილეობით ვითარდება. ასევე, მთავარი გმირის სიტყვები საბავშვო ავტორის, თეოდორ სუს გაიზელის პოემას იმეორებს, იმის სადემონსტრაციოდ, რამდენად ძლიერი ზეგავლენა აქვს სპორტს ახალგაზრდა ათლეტების ცხოვრებაზე.

რეკლამაში გოგონა მთის მწვერვალზე ადის, სადაც არჩევანის შესაძლებლობა აქვს, რომელი გზით წავიდეს, რომ გუნდის წევრებს შეუერთდეს.

ვიდეოს დასასრულს, ჰემის მსგავსად, უკვე ფიუ მიმართავს ახალგაზრდა მოთამაშეს, ახალი თაობის წარმომადგენელს. და სიუჟეტი მთავრდება გზავნილით: „ყველა თაობა შთააგონებს შემდეგს!“

რეკლამა, ასევე, გამოძახილია Sisters in Sweat ინიციატივისა, რომელიც საგანგაშო სტატისტიკას გვიზიარებს: 17 წლის ასაკისთვის, გოგოები სპორტის თამაშს 1.5-ჯერ უფრო ხშირად წყვეტენ, ვიდრე მათი თანატოლი ბიჭები. შედეგად, ისინი იმ უნარებსა და გრძელვადიან სარგებელს ტოვებენ, რომელიც სპორტის თამაშთანაა დაკავშირებული.

„თითოეული დღე შენია“ ნიშნავს ახალგაზრდა ათლეტების შთაგონებას იმ ძალით, უნარებითა და თავდაჯერებულობით, რომელიც სპორტის თამაშს დევს თან.

განხილვა