in

თუ Every Home-ის ბოლო სართულზე ცხოვრობთ, პიცას ცოტა დააგვიანდება

BOG
BOG

Serviceplan Bubble-ისა და Neverest Hamburg-ის მიერ შექმნილ სარეკლამო ვიდეორგოლში მთავარი გმირი კურიერია, რომელიც Every Home-ის ბოლო სართულზე შეკვეთის მიტანას ცდილობს. მისი ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მსვლელობის შემდეგ დამკვეთი პიცას მიიღებს. კონცეფციის მიხედვით, ამ პიცის მსგავსად, O₂ Deutschland-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, ყველაზე რთულად მისადგომ ბინაშიც კი მიაღწევს და ნებისმიერი ტიპის ადამიანის ცხოვრებას გაამარტივებს.

Every Home არის კორპუსი, სადაც რადიკალურად განსხვავებული ინტერიერის ბინებს, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს და მრავალფეროვან საშინაო საქმიანობებს შეხვდებით. სახელიც იმავეს გვამცნობს, რომ ყველა ბინას ნახავთ აქ – Every Home-ში. ზოგიერთ სივრცეში თაობა Z-ის წარმომადგენლები დაგხვდებათ, სხვაგან თუ შეივლით იოგას მოყვარულს მედიტაციაში ხელს შეუშლით, იქნებ სახლის წვეულებაზეც მოასწროთ გაერთობა. აქ, თანაბრად შესაძლებელია, არტისტული გარეგნობის უხეშ გოგონას ან თბილ ოჯახურ გარემოს წააწყდეთ. Every Home-ის ერთმანეთისგან განსხვავებულ თითოეულ მაცხოვრებელს მხოლოდ ერთი რამ – O₂-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი აერთიანებს.

Levi’s-ის 100 წლის იშვიათი ჯინსი ვერცხლის მიტოვებულ მაღაროში აღმოაჩინეს

თიბისის ფილიალებში ახალი ბიზნესის რეგისტრაციას შეძლებთ