11
ოქტ
2017

რაზე იხარჯება დიდი რესურსი და რა არის რეალურად მნიშვნელოვანი? – World Vision-ის ვიდეორგოლი

11 ოქტ 2017

სულ რაღაც ერთი ვიდეორგოლია საჭირო იმისთვის, რომ ახალი ავტომობილი პოპულარული და რეკორდულად გაყიდვადი გახდეს. სწორი მარკეტინგი და ისეთი უმნიშვნელო რაღაცაც კი, როგორიც მაგალითად, სპინერია მსოფლიო ყურადღების ქვეშ ექცევა. სკანდალური ფოტოსესიები და ცნობილი სახეები კვლავ ფართო განხილვის თემები ხდებიან. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ყოველდღიურად საზოგადოების ყურადღების ქვეშ ათასი რამ ექცევა მაშინ, როდესაც რეალურად მნიშვნელოვანი, უფრო მეტიც, ბევრისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, რეკლამებს მიღმა რჩება. სწორედ ახლა, აფრიკაში 34 მილიონი ადამიანი ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს განიცდის, რაც მათ ისტორიაში ყოფილა, შიმშილი, სასმელი წყლის დეფიციტი, გაუსაძლისი სიღარიბე და სხვადასხვა სახის საშიში დაავადება. ორგანიზაცია World Vision-მა თავისი ახალი სარეკლამო ვიდეორგოლით, რომელიც მისთვის სააგენტო Grey-მ მოამზადა, ზუსტად ამ ვითარებას გაუსვა ხაზი და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაზე ვხარჯავთ დროსა თუ რესურსებს და რა არ უნდა დაგვავიწყდეს.

BOG PLUS

 

განხილვა