in

#ამოისუნთქე – ანუ როგორ ზრუნავს „ევექსი კლინიკები“ ვაქცინაციის ტემპის ზრდაზე

თითქმის ორი წელია, რაც მსოფლიოში Covid-19-ის პანდემია მძვინვარებს. ამ დრომდე, ვირუსის 237,630,439 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. საერთო ჯამში, Covid-19-მა 4,851,252 ადამიანი შეიწირა. პანდემია ხელს გვიშლის გადაადგილებაში, მუშაობაში, საყვარელი ადამიანებთან სიახლოვეში და ყოველდღიურად გვიქმნის ბარიერებს. იმ პირობებში, როდესაც ყველა უცდის, როდის შეძლებს ინფიცირების შიშის გარეშე ცხოვრებას და თავისუფლად ამოსუნთქვას, პანდემიასთან საბრძოლველად, ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციაა. სწორედ, ამასთან დაკავშირებით წამოიწყო მასშტაბური კამპანია „ევექსი კლინიკებმა“.


ამოცანა: ქვეყანა, ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად, მის შესახებ ცნობიერების ამაღლების გამოწვევის წინაშე დადგა. საჭირო გახდა ადამიანების ინფორმირება და მათში ვაქცინისადმი ნდობის გაზრდა. „ევექსი კლინიკების“ მიზანი იყო, ვაქცინაციის ინტენსივობა მოსახლეობის წახალისების გზით გაეზარდა.

გადაწყვეტა: ვაქცინაციის ტემპის მატების ამოცანას „ევექსი კლინიკებმა“ ფართომასშტაბიანი კამპანიით უპასუხა. Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები, იძულებითი დისტანცირება, პანდემიის დასრულების დაუღალავი მოლოდინი, ალეგორიულად, ამოსუნთქვის მძაფრ სურვილთან დააკავშირა და ადამიანებს დაეხმარა, წარმოედგინათ, როგორი იქნება მომავალი, ვირუსის გარეშე.

კამპანია: მთავარი გზავნილით #ამოისუნთქე „ევექსის კლინიკები“ სამიზნე სეგმენტის მოცვას ყველა შესაძლო საკომუნიკაციო გზით ცდილობს. შეიქმნა შთამაგონებელი ვიდეორგოლი, რომელიც ვაქცინაციის საჭიროებაზე ამცნობს მაყურებელს. მთავარი გზავნილი, ბილბორდების საშუალებით, საზოგადოებას იმ სიკეთეების შესახებ შეახსენებს, რაც აცრის შემდეგ ბევრად ხელმისაწვდომი გახდება: „დროა, აიცრა და ჩაეხუტო საყვარელ ადამიანს“, „დროა, აიცრა და გადალახო საზღვრები“. სოციალური მედიის საშუალებით, ინტენსიური ინტერაქცია მიმდინარეობს, საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვების გარშემო. პარალელურად, „ევექსი კლინიკები“ სრული რესურსით, 33 კლინიკითა და 3500 თანამშრომლით, აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის პროცესში.

შედეგი: დღესდღეობით, „ევექსი კლინიკები“ საქართველოს ექვს რეგიონში ათასობით ადამიანს ცრის ყოველდღიურად. ამას გარდა, გახსნა ერთ-ერთი პირველი, უმსხვილესი ვაქცინაციის ცენტრი, რომელშიც აცრისთვის 30 კაბინეტია გამოყოფილი და თვეში 60 000 ადამიანის მიღების რესურსი აქვს. ვაქცინაციის ტემპის ხელშესაწყობად, „ევექსი კლინიკების“ კამპანიის ფარგლებში, კიდევ არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.

[R]

„თეგეტა აკადემია“ ბიზნესის განვითარებისთვის

როგორ გამოიყენა Twitter- მა სტრატეგიული მიდგომა – “სამუშაო უნდა შესრულდეს”?