„გეკუთვნის“ – ამ სახელწოდების კამპანია დაიწყო ევექსი კლინიკებმა. კამპანიის მთვარი მიზანი საზოგადოების ინფორმირება და ჯანმრთელობის დროული შემოწმების ხელშეწყობაა. კამპანია საყოველთაო ხასიათს ატარებს და ვრცელდება ნებისმიერი სოციალური სტატუსისა თუ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელზე მთელი საქართველოს მასშტაბით.
კამპანიის იდეა საკომუნიკაციო სააგენტო “კრაკენს” ეკუთვნის.
კამპანიის მესიჯი ძალიან მარტივი და პირდაპირი უნდა ყოფილიყო, რათა ყველას ყურამდე მიეღწია მთავარ სათქმელს: ევექსი კლინიკებში ყველას განსაკუთრებული პირობები გვეკუთვნის.
მე, შენ, მას, ჩვენ, თქვენ, მათ – სიმღერაზე POSTRED-მა იმუშავა.
იქიდან გამომდინარე, რომ პირველადი ჯანდაცვა და მასზე ხელმისაწვდომობა არის ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, ევექსი კლინიკები ყველას საუკეთესო პირობებს სთავაზობს.
100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები, მნიშვნელოვანი შეღავათები და ფასდაკლებები კამპანიის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით წლის ბოლომდე გაგრძელდება.
აღნიშნული პირობები ვრცელდება, როგორც კერძო დაზღვევის მქონე, ისე, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირებზე. გარდა ამისა, ჯანმრთელობის დროული მონიტორინგის ხელშეწყობის მიზნით ევექსი კლინიკებმა შექმნა ასაკისა და სქესის მიხედვით Check-up პაკეტები, რომელზეც ყველასთვის 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.
[პარტნიორის კონტენტი]













