in

ევექსი ჰოსპიტლებში, სამედიცინო სერვისების გაძლიერების მიზნით, განხორციელებული კლინიკური ხარისხის პროექტები

კლინიკური ხარისხის გაძლიერება ევექსი ჰოსპიტლების მთავარ სტრატეგიულ ხაზს წარმოადგენს და ამ მიზნით განხორციელებული პროექტები სწორედ მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებას, უწყვეტი სამედიცინო განათლების მხარდაჭერას, შიდა ჰოსპიტალური ინფექციების პრევენციული ღონისძიებების მართვასა და სამედიცინო პროცესების სტანდარტიზაციას ემსახურება. აღნიშნული პროექტები, ერთი მხრივ ჩვენი პაციენტების მკურნალობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მნიშვნელოვან ინტერვენციას წარმოადგენს.

კლინიკური ხარისხის გაუმჯობესების პროცესში, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლინიკური ბორდების პლატფორმა, რომელსაც 2019 წელს ჩაეყარა საფუძველი. სხვადასხვა მიმართულების კლინიკური ბორდები, ანუ იგივე სამედიცინო ექსპერტთა საბჭოები დაკომპლექტებულია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე წამყვანი სპეციალისტებისგან. მათი ხელმძღვანელობით ევექსის ჰოსპიტლების ქსელში ხორციელდება ახალი და მნიშვნელოვანი პროტოკოლებისა შემუშავება და დანერგვა, ქსელის ჰოსპიტლებს შორის რეფერალური ქსელის აწყობა, სამედიცინო პერსონალის (როგორც ექიმების, ისე ექთნების) კვალიფიკაციის ამაღლება. ამასთან, კლინიკური ბორდების პლატფორმა საშუალებას აძლევს ევექსი ჰოსპიტლების მედ-პერსონალს, კონსილიუმის ფორმატში განიხილონ რთული სამედიცინო შემთხვევები და ერთობლივად დასახონ მკურნალობის გზები. საქართველოში აღნიშნული მოდელის არსებობა ხელს შეუწყობს იმ მძიმე პათოლოგიების მქონე პაციენტებს, რომელთაც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან მეორადი აზრისა და რეკომენდაციების მისაღებად ქვეყნიდან უწევდათ გასვლა.

ევექსი ჰოსპიტლებში კლინიკური ხარისხის პროექტების ფარგლებში, ყოველთვიურად ხდება სპეციფიკური ინდიკატორების მონიტორინგისა და კონტროლის პროცესი. ბოლო 1 წლის განმავლობაში, საუკეთესო შედეგებია მიღწეული – ისეთ მძიმე პათოლოგიის მართვის პროცესში, როგორიც არის სეფსისის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ასევე, მონიტორინგის ფარგლებში, საგრძნობლად  გაუმჯობესებულია ანტიბიოტიკების პერიოპერაციული პროფილაქტიკა, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია-გეგმიური ქირურგიული ოპერაციების შემდგომ და საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მართვა. გაუმჯობესების პროექტები პრიორიტეტების მიხედვით, მომავალში, კვლავ გაგრძელდება, რაც პოზიტიურად აისახება როგორც მკურნალობის შედეგებზე, ისე პაციენტის კმაყოფილებაზე, რაც ჩვენი ქსელის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

 

[პარტნიორის კონტენტი]

წაახალისეთ თანამშრომლები, რომ სამსახურში ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების ფოტოები ჰქონდეთ

როგორ ემზადებით საკლასო ოთახებში დასაბრუნებლად? – გამოკითხვის შედეგები