ევექსმა გადაწყვიტა ოჯახის ექიმის სპეციალობის ტრანსფორმაცია და შექმნა ქართულ ბაზარზე ინოვაციური პროდუქტი – Health Coach. ამ მიზნით, კომპანიამ გადაამზადა 15 გამოცდილი ოჯახის ექიმი დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო Health Coaching ასოციაციასთან (UKHCA) თანამშრომლობით. სპეციალურად Health Coach-ის პროექტისთვის ევექსმა შექმნა ინდივიდუალური ბრენდინგი და პრემიუმსივრცეები ქსელის 9 კლინიკაში.
Health Coaching აერთიანებს როგორც ქოუჩინგის კომპეტენციებს, ასევე, ცხოვრების წესის მედიცინის რეკომენდაციებს.
Health Coach-ის მთავარი ფილოსოფიაა ჰოლისტური მიდგომით ადამიანის სრული ჯანმრთელობის მხარდაჭერა. ის ეხმარება პაციენტს, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზნების დასახვასა და მიღწევაში.
ევექსის Health Coach-ები ფლობენ ოჯახის ექიმის სერტიფიკატს და ამ სფეროში მათი გამოცდილება ათეულობით წელს ითვლის. გარდა სამედიცინო მომსახურებისა – პაციენტის სიმპტომების შეფასების, გამოკვლევების ინტერპრეტაციის, დიაგნოსტირების და მკურნალობის დანიშვნის, Health Coach-ების მიზანია, დაეხმარონ პაციენტებს, გაიაზრონ ჯანმრთელობის მნიშვნელობა და მეტად აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე, რათა შეძლონ არაერთი დაავადების პრევენცია.
Health Coach არის ერთგვარი პარტნიორი, მხარდამჭერი ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ცხოვრების წესის გაუმჯობესების მიმართულებით. ისინი იკვლევენ პაციენტის ქცევებს, ჩვევებს, გენეტიკას, გარემოს და ერთად გეგმავენ ნაბიჯებს პოზიტიური ცვლილებებისთვის, რომელიც სრულად აისახება ცხოვრების ხარისხსა და კეთილდღეობაზე.
ცხოვრების წესის მედიცინის 6 მთავარი ფაქტორი
ევექსის Health Coach-ები მუშაობენ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე შემდეგი ექვსი მთავარი ფაქტორის დაბალანსებით:
- ძილი – ჯანსაღი ძილის რეჟიმის ჩამოყალიბება და ძილის დარღვევების აღმოფხვრა.
- კვება – დაბალანსებული, ზომიერი, ნუტრიენტებით მდიდარი საკვების და საკმარისი წყლის მიღება.
- ფიზიკური აქტივობა – რეგულარული ვარჯიშით ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირება. კვლევების თანახმად, ფიზიკური აქტივობა 58%-ით ამცირებს დიაბეტის, ხოლო 20%-ით ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს.
- ურთიერთობები – ემოციური და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესება ჯანსაღი ურთიერთობების მეშვეობით.
- მავნე ჩვევები – თამბაქოს, ალკოჰოლის და სხვა მავნე სუბსტანციების მიმართ დამოკიდებულებების დაძლევა.
- სტრესი – სტრესის სწორი მართვით შფოთვის, დეპრესიის და ძილის დარღვევის პრევენცია.
ქრონიკული დაავადებების მართვა
Health Coach-ის მიდგომა განსაკუთრებით შედეგიანია ქრონიკული დაავადებების მართვისას. იქნება ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ფილტვის ქრონიკულ-ობსტრუქციული დაავადება, ჭარბწონიანობა, დიაბეტი თუ სხვა. ევექსის Health Coach-ები ეხმარებიან პაციენტებს, ისწავლონ ამ დაავადებებთან თანაცხოვრება. გარდა აქტიური სამედიცინო მკურნალობისა, ისინი ეხმარებიან პაციენტებს, დანერგონ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც განაპირობებს ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად ზრდას.
ევექსის Health Coach-თან ჩაეწერეთ ონლაინ.
[პარტნიორის კონტენტი]