in

COVID-19-ის მქონე პაციენტებისთვის, „ევექსი კლინიკები“ სპეციალურ პოლიკლინიკას ხსნის

სპეციალურად კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის, 21 დეკემბერს, „ევექსი კლინიკები“,  თბილისში (ნინოშვილის #60) ახალ პოლიკლინიკას ხსნის. აქ ვირუსის მიმდინარეობის დროს საჭირო ყველა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარდება შეიძლება.

COVID 19-ის დადასტურების შემთხვევაში, ბინაზე მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება. ასეთი პაციენტებისათვის „ევექსი კლინიკებმა“ დაიმატა ახალი პოლიკლინიკა, სადაც COVID დადასტურებული პაციენტები ექიმთან კონსულტაციაზე მისვლას და სხვადასხვა გამოკვლევების ჩატარებას შეძლებენ.

პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ აღნიშნულ პოლიკლინიკაში შეუძლიათ 2 სამედიცინო პაკეტით სარგებლობა:

პაკეტი #1 

  • ოჯახის ექიმის კონსულტაცია
  • გულ-მკერდის ღრუს რენტგენოგრაფია
  • ჟანგბადის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში
  • ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლის საერთო, D დიმერი, CRP – ცე რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში)

გამოკვლევების პასუხები პაციენტსა და მის ექიმს მეილზე გაეგზავნებათ. პასუხების საფუძველზე ექიმი თავად დაუკავშირდება პაციენტს და გააგრძელებს დისტანციურად მის მართვას. პაკეტის ღირებულებაა 190 ლარი.

 პაკეტი #2 – ლაბორატორიული გამოკვლევები

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • D დიმერის განსაზღვრა სისხლში
  • CRP – ცე რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში

გამოკვლევების პასუხები პაციენტს მეილის საშუალებით ეცნობება. პაკეტის ღირებულებაა 100 ლარი.

COVID დადასტურებული პაციენტების პოლიკლინიკაში შესაძლებელია ოჯახის ექიმის დანიშნულებით, ან სურვილისამებრ დამატებითი გამოკვლევების ჩატარება:

  • კარდიოექოსკოპია
  • ლაბორატორიული გამოკვლევები, რომელიც ხშირად სჭირდებათ COVID დადასტურებულ პაციენტებს

აღნიშნული პოლიკლინიკა იმუშავებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით 09:00-დან 19:00 საათამდე.

COVID დადასტურებულმა პაციენტებმა ვიზიტის დასაჯავშნად უნდა დარეკონ „ევექსი კლინიკების“ ცხელ ხაზზე: 0322 55 05 05. ვიზიტის ჯავშანი შესაძლებელია 18 დეკემბრიდან.

„ევექსი კლინიკების“ თბილისში მდებარე სხვა პოლიკლინიკები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ პაციენტების მიღებას.

 

[R]

„ბილაინის“ მომხმარებლებს Stingray Music-ზე ექსკლუზიური წვდომა მიეცათ

თბილღვინო – ისტორია, რომელიც დღემდე გრძელდება