in

ევექსი ჰოსპიტლებმა, სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალი კამპანია – „ჯანმრთელობის კალენდარი” დაიწყო

ევექსი ჰოსპიტლები, სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დღეიდან, კიდევ ერთ ახალ კამპანიას, „ჯანმრთელობის კალენდარს“ გააცნობს საზოგადოებას. კამპანია 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება და მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის საჭირო პროფილის წამყვან სპეციალისტებთან ვიზიტი უფასოდ დაგეგმონ, ხოლო ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ კვლევებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლება მიიღონ.

 

“ჯანმრთელობის კალენდარი” ყოველთვიურად განახლდება და ევექსი ჰოსპიტლების სამედიცინო დაწესებულებები ქვეყნის ექვსი რეგიონის მოსახლეობას, კვირის განსაზღვრულ დღეებში, სხვადასხვა ბენეფიტებს შესთავაზებს.

ყოველი თვის დასაწყისში, “ჯანმრთელობის კალენდარში” შემავალ ბენეფიტებზე დეტალური ინფორმაცია  www.sheniprograma.ge-ზე განთავსდება,  ხოლო სასურველი სერვისის მისაღებად მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ჩაეწეროს  სატელეფონო ცენტრის მეშვეობით – 032 2 600 600.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ევექსი ჰოსპიტლების მიერ ინიცირებული „სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამის“ მესამე ეტაპი. კომპანიამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის  დროს მოსახლეობას მათ საჭიროებაზე მორგებული სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამა შესთავაზა. სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდამ და ასობით პაციენტისთვის შეღავათიანი პირობების შეთავაზებამ ცხადყო არსებული კამპანიის საჭიროება.

ევექსი ჰოსპიტლები განაგრძობს  სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამაზე მუშაობას და მომხმარებლებს მათ საჭიროებაზე მორგებულ  კიდევ ბევრ სამედიცინო სარგებელს ეტაპობრივად შესთავაზებს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ფოტო: Cisco 

მუდამ „ონლაინ“ – რატომ იქცა „სმარტფონი“ წარმატებული ადამიანების სამუშაო ადგილად

როგორ გავაუმჯობესოთ ნეგატიური სიტუაციები პოზიტიური კომუნიკაციით?