in

„ევექსი კლინიკებმა“ დასაქმების მასშტაბური პროექტი დაიწყო!

„ევექსი კლინიკებმა“ დასაქმების მასშტაბური პროექტი დაიწყო – კომპანიამ 30 სხვადასხვა პოზიციაზე 300-მდე ვაკანსია გამოაცხადა. ეს იმ საერთო სტრატეგიის ნაწილია, რომლითაც გუნდს სურს, ჯანდაცვის სერვისები ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.

დასაქმების ახალ პროექტზე, უფრო დეტალურად, „ევექსი კლინიკების“ ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის უფროსი თეა მეფარიძე გიამბობთ: 

„როგორც იცით, „ევექსი კლინიკები“ ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით ყველაზე მსხვილი კომპანიია და ამ სფეროში საკმაოდ დიდი მიზნები გვაქვს. ჩვენი კომპანია ყოველწლიურად იზრდება და ახლა 3500-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს. ახალი სტრატეგიის მიხედვით, ჩვენი მიზანი კლინიკური ხარისხის გაზრდა და მომსახურების დონის განვითარებაა.

ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი დიდი გუნდით, ბევრ მნიშვნელოვან მსხვილ ცვლილებასა და პროექტს ვახორციელებთ. პირველ რიგში, ვცდილობთ, რომ ჯანდაცვის სერვისები იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და ჩვენი ქსელურობა გვაძლევს საშუალებას, რომ პაციენტებს საქართველოს 6 რეგიონში მოვემსახუროთ. სწორედ ეს იყო ახალი, დასაქმების მასშტაბური პროექტის დაწყების მიზანი“.

სად ეძლევათ დასაქმების საშუალება სამუშაოს მაძიებლებს, მხოლოდ თბილისში თუ იმ რეგიონებშიც, სადაც თქვენი კლინიკებია?

თეა მეფარიძე: როგორც უკვე ვახსენე „ევექსი კლინიკები“ საქართვლოს 6 რეგიონში 33 კლინიკით არის წარმოდგენილი და ვაკანსიებიც სხვადასხვა ქალებში ცხადდება. ამ ეტაპზე, ჩვენ ვაკანსიები გვაქვს როგორც თბილისში, ისე – რეგიონებში, მაგალითად, იმერეთსა და აჭარაში.

დასაქმების პროექტის იდეა საიდან გაჩნდა, რატომ გადაწყვიტეთ ამ პროექტის დაწყება?

ჩვენი კომპანიის მასშტაბებიდან და მიზნებიდან გამომდინარე. საკმაოდ საპასუხისმგებლოა, იყო ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროში წამყვანი კომპანია და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვიზიარებთ. განვითარება არის ჩვენი ძირითადი მიზანი და საზრუნავი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ დიდ გუნდს შემოვუმატოთ ახალი ძალა და ენერგია ახალი თანამშრომლების სახით. ეს ყველაფერი კი ჯამში უკეთესი კლინიკური ხარისხისა და მომსახურების მიმართულების განვითარების საშუალებას მოგვცემს.

ვისთვის არის ეს პროექტი? ვინ შეიძლება იყოს მისი მონაწილე? 

ვაკანსიები გამოცხადდა საკმაოდ მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე, ასევე ადმინისტრაციული მიმართულებით და რა თქმა უნდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზე. ჩვენ ვეძებთ სხვადასხვა პროფილის ექიმს, მათ შორის, ოჯახის ექიმებს, ანესთეზიოლოგს, ლაბორატორიის მედდას, ენდოკრინოლოგს, გასტროენტეროლოგს, სერვისის თანამშრომლებს, ქსელის მართვის დეპარტამენტის უფროსს, გაყიდვების სამსახურის უფროსს და ა.შ. დაინტერესებულ პირებს,  შეუძლიათ, ყველა ვაკანსია სპეციალურ ბმულზე იხილონ.

რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

ჩვენი, როგორც ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებლის მიზანი საინტერესო, სტაბილური, განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნაა. ასევე, ჩვენს ქსელში კომპეტენტური, მზრუნველი, მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმება და მათთან ერთად კიდევ უფრო ეფექტური სამედიცინო სისტემის შექმნაა.

 

[R]

აჭარაბეთი SBC Digital Summit CIS – ის ბეთინგ პარტნიორია

ყველაზე პატარა 3D ნავი მსოფლიოში!