ბელა ჰადიდის სპრეის კაბის შემდეგ მოდის ბრენდმა Coperni ფუტურისტული ხედვა წყლის კომპანია Evian-ისკენ მიმართა. ერთობლივი ძალისხმევით, ბოთლის ახალი დიზაინი შექმნეს, რომელიც მეტი ჯადოსნურობისთვის თანავარსკვლავედების ხელოვნებას უკავშირდება.
სახელწოდებით Look Closer, ბოთლის ვიზუალური იდენტობა ვარსკვლავების მაგიაზეა ფოკუსირებული. თეთრ „ტილოზე“ დატანილი თანავარსკვლავედები მითოლოგიურ ამბავს მოგვითხრობს — აქ ინოვაცია, მოძრაობა და ცხოვრების ყოველდღიურობა მეტად თანამედროვე პრიზმითაა წარმოდგენილი. ამგვარი პოზიციონირებით, ბრენდის ბუნებასთან ღრმა კავშირია ხაზგასმული.
„ევიანში გვჯერა, რომ ინოვაციებს, ფანტაზიასა და მხატვრულობას არაჩვეულებრივი გამოცდილების გახსნის ძალა აქვს. ეს ლიმიტირებული გამოცემა კი ადამიანთა შორის არსებულ კავშირებს იკვლევს — იმ გადაკვეთის წერტილებს, რომლებსაც რეალურ მომენტებსა და წარმოსახვით სამყაროებში გავდივართ“.