in

Evido Georgia ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე – Touch Summit

7-8 დეკემბერს Touch Summit-მა 2023 წლის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კონფერენცია გამართა. Evido Georgia კი ღონისძიების ერთ–ერთი პარტნიორი იყო. კომპანიას მოწყობილი ჰქონდა შეხვედრის სივრცე, სადაც ნებისმიერ სტუმარს თუ სპიკერს შეეძლო შეხვედრის ჩანიშვნა და განტვირთვა.

გარდა ამისა, Evido-ს ბიზნესის განვითარების მთავარი ოფიცერი, ემინ ალიევი შეუერთდა პანელურ დისკუსიას წარმატებული ციფრული კამპანიის საფუძვლების შესახებ, Port80-ის, Veli Store-ის და BOG-ის კოლეგებთან ერთად.

Touch Summit აღიარებულია კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კონფერენციად. 2023 წლის სამიტზე 3 სცენით იყო წარმოდგენილი: მომავლის, სტარტაპისა და საინვესტიციო ისტორიების.

Evido, რომელიც აღიარებულია Meta-ს რეკლამების ექსპერტად და ადგილობრივ AdTech კომპანიად საქართველოში, თავის კლიენტებს ეხმარება სხვადასხვა განხრით, მაგალითად:

  • სარეკლამო ანგარიშებისა და ბიზნესმენეჯერის პრობლემების მოგვარება და Meta-სთან შუამდგომლობა
  • სარეკლამო პარამეტრების გასწორება: პასუხები 5 წუთში WhatsApp–ზე
  • ავტომატიზებული ხელსაწყოები, რაც მარკეტინგულ რუტინას ამარტივებს

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით Evido-ს გუნდს მეილით: [email protected]

ადევნეთ Evido-ს სიახლეებს თვალი და გამოიწერეთ სოციალური მედიის ანგარიშები:

Facebook
LinkedIn
Instagram
TikTok

[R]

„პროფესიული სრულყოფისაკენ სწრაფვა და მისი რეალურად განხორციელება ძალიან რთულია, მაგრამ პროცესშივე ხვდები, რომ ეს ამად ღირს“ – გაიცანი Upgaming-ის თანადამფუძნებელი მიხეილ მერებაშვილი

Call of Duty 20 წლის იუბილეს სიახლეებით აღნიშნავს