მარკეტინგული პლატფორმა Evido 2023 წლის Touch Summit-ის პარტნიორია –– კონფერენცია რუსთაველის თეატრში, 7–8 დეკემბერს გაიმართება. Evido-ს ბიზნესის განვითარების მთავარი ოფიცერი, ემინ ალიევი, შეუერთდება პანელურ დისკუსიას წარმატებული ციფრული კამპანიის საფუძვლების შესახებ, Port80-ის, Veli Store-ის, BOG-ისა და Spotify-ის კოლეგებთან ერთად.

Touch Summit აღიარებულია კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კონფერენციად. 2023 წლის სამიტზე 3 სცენას შეხვდები: მომავლის, სტარტაპისა და საინვესტიციო ისტორიების. ღონისძიებაზე მოისმენ პანელურ დისკუსიებს, ჩაერთვები ვორქშოპებსა და მენტორების სესიებში და გექნება ნეთვორქინგის შესაძლებლობა.
თუ მე–2 სართულზე, ე. წ. Matchmaking ზონაში მოხვდები, შეგეძლება, პირადად გაესაუბრო Evido-ს წარმომადგენლებს. ისინი გაგიზიარებენ რჩევებს, როგორ უნდა გამოიყენო Facebook-ის სარეკლამო ტექნოლოგიები გაყიდვების გასაზრდელად. გარდა ამისა, გაგაცნობენ ახალ პლატფორმას, AdPilot-ს, რომელიც Facebook-ის რეკლამებს ავტომატურად ქმნის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

Evido, რომელიც აღიარებულია Meta-ს რეკლამების ექსპერტად და ადგილობრივ AdTech კომპანიად საქართველოში, თავის კლიენტებს ეხმარება სხვადასხვა განხრით, მაგალითად:
- სარეკლამო ანგარიშებისა და ბიზნეს მენეჯერის პრობლემების მოგვარება და Meta-სთან შუამდგომლობა;
- კონსულტაციები რეკლამების გასაუმჯობესებლად;
- ავტომატიზებული ხელსაწყოები, რაც მარკეტინგულ რუტინას ამარტივებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით Evido-ს გუნდს მეილით: [email protected]
[R]













