in

Evido–მ მიიღო Meta-ს მიერ სერტიფიცირებული კომპანიის სტატუსი

Evido–მ მიიღო Meta-ს მიერ სერტიფიცირებული კომპანიის სტატუსი,  რაც Meta-ს ყველაზე მაღალი დონის სერტიფიკატია. ეს ადასტურებს Evido–ს გუნდის ექსპერტულობას Facebook-ის რეკლამების მიმართულებით, კერძოდ კი, ცოდნას კამპანიების მენეჯმენტსა და მასშტაბირების სტრატეგიებში.

Evido-მ არა მხოლოდ დააკმაყოფილა, არამედ გადააჭარბა Meta Certified Company-ის სტატუსის მოთხოვნებს, მისი გუნდის წევრების 90%-ზე მეტი სერტიფიცირებულია მინიმუმ ერთ Blueprint გამოცდაზე Media Planning–ის ან Media Buying-ის მიმართულებით. შედეგად, Evido-ს გუნდის კლიენტები ისარგებლებენ ექსპერტული სერვისებით. შეგახსენებთ, რომ Evido-ს მომსახურება სრულიად უფასოა.

კომპანიის წარმატება ხელს უწყობს ბაზრის განვითარებას. მეტიც, Evido–ს კლიენტები სარგებლობენ Blueprint გამოცდების უფასო ვაუჩერებით და სასწავლო მასალებით, რათა ქართველმა მარკეტერებმა გაიუმჯობესონ Meta-ს პლატფორმებზე მუშაობისთვის საჭირო უნარები.

ძალიან გვიხარია, რომ Meta Certified Company-ის სტატუსი მივიღეთ. ეს აღიარება ხაზს უსვამს ჩვენს ვალდებულებას, მივაწოდოთ ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებები ჩვენს კლიენტებს და გვაპოზიციონირებს ბაზარზე სანდო პარტნიორად.

რუსო გიგინეიშვილი, Evido–ს რეგიონალური მენეჯერი


შეგახსენებთ, რომ Evido არის მარკეტინგული პლატფორმა, რომელიც მოქმედებს საქართველოში. მათი მისიაა ბიზნესის Facebook-ისა და Instagram-ის კამპანიების ახალ დონეზე აყვანა და მათი გუნდების ექსპერტიზის გაზრდა. კომპანია არის დამაკავშირებელი ხიდი Meta-სა და საქართველოში არსებულ დიდ ბიზნესებს შორის. მათი მომსახურება მოიცავს კონსულტაციას, მხარდაჭერას და საგანმანათლებლო მასალებს.

მეტი საინტერესო სიახლისთვის, გამოიწერეთ Evido-ს სოციალური მედიის გვერდები:

Facebook
Instagram
LinkedIn

[R]

„გელოდებით მეზობლად“ — რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები „მონოლით გრინ სითის“ ირჩევენ

გაყიდვების 45%-იანი ზრდა და საერთაშორისო ჯილდოები – „ვოლვო ქარ კავკასიის“ 2023 წლის წარმატება