წარმოიდგინეთ, რა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება კაცობრიობა ლორდმა ვოლდემორტმა, ჯოკერმა და მათთან ერთად, ყველა სხვა ფანტასტიკური ჟანრის ბოროტმა გმირმა ძალები სამყაროს წინააღმდეგ რომ გააერთიანონ? ორგანიზაცია Greenpeace-მა ასეთი უჩვეულო კონტექსტით ძალიან ორიგინალური სარეკლამო ვიდეორგოლი გაავრცელა. ფაქტია, რომ ბოროტების ლიგის წარმომადგენელი პერსონაჟების გარეშეც, საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო და ეკოლოგია, ამაში ყველაზე დიდი როლს კი, არც მეტი, არც ნაკლები, უშუალოდ ადამიანები თამაშობენ.