in

შესაძლოა, ევოლუცია 4-ჯერ უფრო სწრაფად ხდებოდეს — კვლევა

გენეტიკური ცვლილებების ანალიზზე დაყრდნობით, ვარაუდობენ, რომ დარვინის ევოლუცია იმაზე 4-ჯერ უფრო სწრაფად შეიძლება განვითარდეს, ვიდრე ადრე ფიქრობდნენ… ხოლო რაც უფრო მეტია გენეტიკური ცვლილება სახეობებში, მით უფრო სწრაფია ევოლუცია, რადგან გარკვეული მახასიათებლები კვდება და მის ადგილს უფრო ძლიერი იკავებს. კონკრეტული შედეგები კი მეცნიერთა ჯგუფმა გარეული ცხოველებისა და ფრინველების 19 განსხვავებულ ჯგუფზე დაკვირვებით მიიღეს.

M2
M2

ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს ბუნებრივი გადარჩენის საპასუხოდ, პოპულაციის ყველა მახასიათებლის მიხედვით, ამჟამინდელი ევოლუციის პოტენციური სიჩქარე გავზომოთ. ეს არის ის, რაც წინა მეთოდებით შეუძლებელი იყო, შესაბამისად, გუნდისთვის ამდენი პოტენციური ცვლილების დანახვაც მოულოდნელი აღმოჩნდა, — აცხადებს ტიმოტი ბონე, ეკოლოგი.

საინტერესოა ისიც, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევოლუციის სიჩქარე ამ მასშტაბით გაზომეს. ცხოველებს შორის კი ლაქოვანი ჰიენები, ბეღურები, ავსტრალიური ფრინველთა სახეობები და შოტლანდიის წითელი ირმებიც იყო… რაც შეეხება საველე კვლევის ხანგრძლივობას, უმეტესობა 30 წელი გრძელდებოდა, რაც დაბადების, გარდაცვალების, შეჯვარებისა თუ შთამომავლობის ჩანაწერებს მოიცავდა. მათ შორის ყველაზე მცირე 11 წლის მონაცემი იყო, ყველაზე გრძელი კი 63. მსგავსად, მეცნიერებმა 2,6 მილიონი საათის საველე მონაცემებიც მიიღეს. შედეგად კი, დაასკვნეს, რომ ევოლუციის პროცესი რამდენიმე წელიწადშიც შეიძლება მოხდეს, რაც დარვინის მოსაზრებას სრულად ეწინააღმდეგება… 

ხოლო კლიმატის ცვლილებებისა და სამყაროზე მისი ზემოქმედების გამო, ჩვენთვის მიღებული შედეგები ბევრად უფრო სასარგებლო ხდება, რადგან მსგავსად, შევძლებთ გავიგოთ, რამდენად სწრაფად შეუძლია ცხოველებს ადაპტაცია, რომელი სახეობა გადარჩება და რომელი არა…

ამ კვლევამ დაგვანახა, რომ ევოლუცია იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, ვიდრე ადრე ვფიქრობდით, — ამბობს ბონეტი.

მეტეორების წვიმა ციდან საათში 1000 ვარსკვლავს ჩამოაგდებს

Agrosolutions: „ეს სტიმულს გვაძლევს, რომ მალე, საქართველოს სტატისტიკა ჰოლანდიისა და ისრაელის გვერდით ვიხილოთ“