Evolution Gaming შვედური კომპანიაა, რომელიც B2B კლიენტებს Live გადაწყვეტილებებს და პროდუქტებს სთავაზობს. როგორც ქართული წარმომადგენლობის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი ქეთი პაპიაშვილი ამბობს, ორგანიზაციას 11 წლიანი ისტორია აქვს და მსოფლიოს 12 ქვეყანაში ოპერირებს.

ქეთი პაპიაშვილი: Evolution Gaming-ის ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ლატვიაშია. ჯამში, „ევოლუშენში“ 3,800 თანამშრომელზე მეტია დასაქმებული. კომპანიის აქციები, სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე იყიდება. სფეროში, „ევოლუშენი“ წლებია, ბაზარზე, ლიდერის პოზიციებს იკავებს.

M: ვის ემსახურება Evolution Gaming ?
„ევოლუშენი“ არ არის „ონლაინ“ სამორინე. ეს არის კომპანია, რომელიც სთავაზობს B2B კლიენტებს Live გადაწყვეტილებებს და სხვადასხვა პროდუქტებს. B2B კლიენტებში იგულისხმება მსოფლიოში არსებული, თითქმის, ყველა სამორინე.
M: კონკრეტულად რა პროდუქტებს ქმნის კომპანია?
„ევოლუშენი“ აშენებს სტუდიოებს სამორინეს მოთხოვნის საფუძველზე და Live stream-ით ვუშვებთ ძალიან ბევრი სახეობის თამაშებს კლიენტის ინტერფეისზე, რომლითაც შემდგომში ჩვენი დამკვეთის მომხმარებლები სარგებლობენ.
M: როდის იხსნება Evolution Gaming საქართველოში?
ოფიციალურად მარტის ბოლოს არის კომპანიის გახსნა. მიმართულება კვლავ იგივე იქნება. შევქმნით გადაწყვეტილებებს და უწყვეტ 24/7 მომსახურებას, რომლითაც კვლავ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ სამორინეები და მათი მომხმარებლები ისარგებლებენ.

M: რაც შეეხება კომპანიის ადგილობრივ თანამშრომლებს . . .
წლის ბოლოს, დაახლოებით, 800 თანამშრომელი გვეყოლება. ძირითადად სტუდენტებს დავასაქმებთ, მოთხოვნა მხოლოდ ინგლისურის ენის ცოდნაა, დანარჩენი კომპეტენციებისთვის კი ტრენინგებს ჩავუტარებთ. ვაკანსიები უკვე გამოცხადებული გვაქვს და შერჩევაც დაწყებულია. თებერვალში ვაპირებთ პრეზენტაციების ჩატარებას რამოდენომე უნივერსიტეტში. შესაძლებლობები ძალიან დიდია, კომპანია მზარდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მაშტაბით. საქართველოს პარალელურად, „ოფერეიშენი“კანადაში იხსნება. საქართველოში ჩამოვლენ გამოცდილი თანამშრომლები „ევოლუშენის“ ჯგუფიდან, ძირითადად, ლატვიიდან, შვედეთიდან , ბრიტანეთიდან და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ადგილობრივ თანამშრომლებს.
M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
სფერო ახალია საქართველოში და ძალიან საინტერესო, მულტი ნაციონალური გარემოა, ინოვაციური მიდგომა და ძალიან მეგობრული გუნდია. და მთავარი – განვითარების შესაძლებლობა თორმეტივე ქვეყანაში. თბილისის წარმომადგენლობაში შევქმნით, დაახლოებით, ისეთივე გარემოს, როგორიც ლატვიაშია.
[R]