2020 წელი დასასრულისკენ მიდის, თუმცა, ის გამოწვევები, რომელიც ბიზნესს გლობალური პანდემიის წელიწადმა დაუტოვა, კვლავ აქტუალურია.
პანდემიისგან განპირობებული შეზღუდვების პირობებში, ბიზნესს სასწრაფო ცვლილებების განხორციელება, ოპტიმიზაცია, ახალ რეალობაზე მორგება და საკმაოდ რთული გადაწყვეტილებების მიღებაც ხვდა წილად.
სამწუხაროდ, შეზღუდვებიდან გამომდინარე, საქმიანობის აკრძალვის, შემცირების ან შეჩერების გამო, ბიზნესს უხდება პროცესებისა და რესურსების ოპტიმიზაცია გადარჩენის მიზნით, რამაც შესაძლოა, კადრების შემცირება გამოიწვიოს.
სწორედ აღნიშნული რეალობის საპასუხოდ, ევოლუშენ საქართველო, ლიდერი ონლაინ გადაწყვეტილებებისა და ლაივ მომსახურებების სფეროში, პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად სხვადასხვა კორპორაციული სოციალური პარტნიორობის მიმართულებით, თანამშრომლობის ახალ მოდელს სთავაზობს.

ამ თემასთან დაკავშირებით ევოლუშენ საქართველოს ბრენდინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი ქეთევან გოლიაძე და ადამიანური რესურსების მენეჯერი, ნატო გვაზავა გვესაუბრებიან:
ქეთევან გოლიაძე, ევოლუშენის ბრენდინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი:
ევოლუშენი საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და მისი მთავარი მიზანი, სამუშაოს დაწყების მსურველი ადამიანებისთვის საერთაშორისო, კომფორტული სამუშაო გარემოს, კონკურენტული ანაზღაურებისა და განვითარების შეთავაზების შესაძლებლობაა. დღესდღეობით ევოლუშენს დასაქმების ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი უკავია, რომელიც ზოგადად და, განსაკუთრებით, ამ რთულ ვითარებაში დაცულ, უსაფრთხო და რეკომენდაციების შესაბამის სამუშაო სივრცეში, ქართველ ახალგაზრდებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ბუნებრივია, ევოლუშენსაც ჰქონდა რთული პერიოდი, მაშინ, როდესაც მარტში დაწესებული შეზღუდვების გამო სტუდიამ მუშაობა შეაჩერა, თუმცა, ამჟამად, შესაბამის ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობით, რეკომენდაციების სრული დაცვით, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციითა და კომპანიის სივრცის სრულად გადაკეთების პირობებში, კვლავ განვაგრძობთ ფუნქციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ვასაქმებთ.
ინტ: თქვენ ახსენეთ მარტში შეზღუდვების საკმაოდ მძიმე გავლენა ევოლუშენის სამუშაო პროცესებზე, უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რა გზა გამოიარა ევოლუშენმა მარტში სტუდიის დახურვიდან დღემდე, განსაკუთრებით, თანამშრომლების თვალსაზრისით:
ნატო გვაზავა, ადამიანური რესურსების მენეჯერი:
მოგეხსენებათ, პანდემიამ თითოეული ბიზნესი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და არც ჩვენ აღმოვჩნდით გამონაკლისი. როგორც ქეთიმ უკვე აღნიშნა, ამ წლის განმავლობაში, მოგვიწია, მიგვეღო საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებები მარტში სტუდიის დროებითი დახურვის გამო.
მიუხედავად ამ ძალიან მძიმე პერიოდისა, შევძელით და დავუბრუნდით აქტიურ მუშაობას, მათ შორის, მუდმივ ზრდას და დღეს კვლავ 3000-ზე მეტნი ვართ.
ჩვენ მოვახერხეთ და არამხოლოდ სამსახურში აღვადგინეთ დროებით გათავისუფლებული თანამშრომლების უმეტესი ნაწილი, არამედ, განვაგრძობთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. სამუშაო ადგილების შექმნა კი ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევაა, რომელიც, ვფიქრობთ, პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, უნდა გაგრძელდეს და არ გაჩერდეს, რადგან ამის ფუფუნება არავის აქვს.
ინტ: ახლა ეს ეტაპი ბევრ სხვა ბიზნესს აქვს, რომელსაც სამწუხაროდ, უწევს კადრებთან გამომშვიდობება, რაც, რა თქმა უნდა, ის გამოწვევაა, რომლის დაძლევაზეც ყველამ უნდა ვიფიქროთ. რა მიზანი აქვს თანამშრომლობის ამ მოდელს ? რას სთავაზობთ კომპანიებს ?
ქეთევან გოლიაძე, ევოლუშენის ბრენდინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი:
ევოლუშენ საქართველო, როგორც კომპანია, რომლის მიზანია, საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ამავდროულად პასუხისმგებლიან დამსაქმებლად მოიაზრებოდეს სწორედ დასაქმებულების მხრიდან, კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით თანამშრომლობის მოდელს სთავაზობს. ბუნებრივია, მიუხედავად ბიზნესის საჭიროებებიდან მიღებული გადაწყვეტილებებისა, კომპანიებს აღელვებთ მათი გადაწყვეტილებების შედეგები საზოგადოებაზე და მაქსიმალურად ცდილობენ, შეინარჩუნონ მათი თანამშრომლების სამუშაო ადგილები, თუმცა, სამწუხაროდ, ამას ამ პირობებში ვერ ახერხებენ.
კერძოდ, ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით კომპანიებს, რომ მათი ჩართულობისა და მზაობის შემთხვევაში, მათ კადრებს დავასაქმებთ ევოლუშენში. მთავარია, კომპანიებმა გამოხატონ სურვილი და ითამაშონ შუამავლის როლი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის.
მაშინ, როდესაც საზოგადოება კორონავირუსის გართულებებს ყველა მიმართულებით ებრძვის, მნიშვნელოვანია, კრიტიკულ მომენტში ვაჩვენოთ ჩვენი პასუხისმგებლობა და ერთმანეთსაც დავეხმაროთ და ქვეყანასაც.
ინტ: როგორ უნდა მოიქცნენ კომპანიები, რომელთაც აქვთ სურვილი ყოფილ თანამშრომლებს ახალი სამსახურის მოძებნაში დაეხმარონ ?
ნატო გვაზავა, ადამიანური რესურსების მენეჯერი:
მართლა ძალიან მარტივია – მთავარია მზაობა. ამ ტიპის თანამშრომლობა პარტნიორი კომპანიებისგან არ მოითხოვს რაიმე ტიპის პასუხისმგებლობის აღებას. ეს არის ინფორმაციის გაცვლაზე დამყარებული თანამშრომლობა, რომელიც უკეთეს მომავალს შექმნის უამრავი ადამიანისთვის.
ამჟამად ევოლუშენი ინგლისურენოვან თამაშის წარმდგენებს ეძებს. აღნიშნულ ვაკანსიაზე დეტალური ინფორმაცია, შეგიძლიათ, იხილოთ საიტზე www.firstjob.ge. კომპანიებს კი მოვუწოდებთ, ჩაერთონ – კერძოდ, თუკი თქვენ ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში, მოგიხდათ, რომ გაგეთავისუფლებინათ თანამშრომლები, რომლებიც, შესაძლოა, დაინტერესდნენ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, მიაწვდინოთ მათ ხმა, რომ ჩვენ გვაქვს დასაქმების შესაძლებლობა და გვსურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ამის შესახებ. დაგვეთანხმებით, რომ აღნიშნული ასევე პოზიტიურად იმოქმედებს ჩართული კომპანიების იმიჯზე.
ერთი სიტყვით, ჩვენი პარტნიორობით, კომპანიებს აქვთ საშუალება, მისცენ გუნდის ყოფილ წევრებს სამსახურის ალტერნატიული შესაძლებლობა.
თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ ამ ინიციატივაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით მისამართებზე [email protected]; [email protected]
[პარტნიორის კონტენტი]