„ის რაც ბაზარზე განსაკუთრებულს გვხდის შექმნილი ატმოსფეროა – დინამიკური და ხალხზე ორიენტირებული კულტურა“, – ამბობს ჯეიკობ კლაესონი, „Evolution Georgia“-ს საქართველოსა და სომხეთის სტუდიების საოპერაციო ხელმძღვანელი. მათთვის, ისევე როგორც, ზოგადად, ბიზნესისთვის მთელს მსოფლიოში, 2020 წელი ძალიან რთული აღმოჩნდა და 2021 წელიც სავსეა გამოწვევებით, მაგრამ როგორც კომპანიაში ამბობენ, დანებებას არ აპირებენ, პირიქით, ძალიან ბევრს მუშაობენ კრიზისის დასაძლევად და კიდევ უფრო მეტი წარმატების მისაღწევად.
როგორ მოახერხეს პანდემიის გამო შექმნილ რთულ სიტუაციაში ადაპტაცია, რა შესაძლებლობები აქვთ „ევოლუშენის“ თანამშრომლებს და ზოგადად, რითია ეს კომპანია განსაკუთრებული, ჯეიკობ კლაესონი გვიამბობს.
რა არის „ევოლუშენი“ და რა ხდის მას განსაკუთრებულს ბაზარზე?
“ევოლუშენ საქართველო” ევოლუშენის ჯგუფის წევრია, რომელიც 2006 წელს დაარსდა და ნასდაქ ნორდიქ საფინანსო ბირჟაზეა განთავსებული. დღესდღეობით, ევოლუშენი ბიზნეს კლიენტებს მსოფლიოს 20-ზე მეტ ლოკაციაზე ემსახურება და დაახლოებით 10000 ევოლუშენერს ასაქმებს.
ჩვენი ძირითადი საქმიანობაა, „ონლაინ“ სათამაშო ბიზნესისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და მიწოდება. ასევე – ჩვენი სტუდიების მართვა, რომლებიც გიგანტურ სატელევიზიო სტუდიებს ჰგავს, სადაც ჩვენ თანამშრომლებს, კამერის წინ მიჰყავთ თამაში, 24/7/365 განმავლობაში. ჩვენ მხოლოდ B2B (business to business) ფორმატით ვმუშაობთ. საქართველოში ჩვენი სტუდია 2018 წელს გაიხსნა და ამჟამად, „ევოლუშენის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტუდიაა, რომელიც „ონლაინ“ სათამაშო ბიზნესის ოპერატორებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით ემსახურება. 4000-ზე მეტი თანამშრომლით, ჩვენ ახლა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო დამსაქმებელი ვართ ქვეყანაში – ქართველ ახალგაზრდებს ვთავაზობთ პირველი კარიერული ნაბიჯი გადადგან საერთაშორისო კომპანიაში, ყოველგვარი სამუშაო გამოცდილების გარეშე.
ჩემი აზრით, ის რაც ბაზარზე განსაკუთრებულს გვხდის შექმნილი ატმოსფეროა – დინამიკური და ხალხზე ორიენტირებული კულტურა. ჩვენი ამბიციაა, რომ ყოველდღე ვიყოთ უკეთესები, არასდროს დავკმაყოფილდეთ მიღწეულით, ყოველთვის ვიმუშაოთ მეტის მისაღწევად. როგორც კომპანია, მუდმივად შესაძლებლობებისა და განვითარების გზების ძიებაში ვართ და იმავეს ველით ჩვენი თანამშრომლებისგანაც. ჩვენ გვჯერა თითოეული ჩვენი თანამშრომლის პოტენციალის და მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვართ პროდუქტის, მომსახურებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია, პირველ რიგში ჩვენ ადამიანების კომპანია ვართ.
როგორ ეხმარებით ადამიანებს, გადადგან პირველი კარიერული ნაბიჯი?
ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა, მოტივირებულ ადამიანებს, რომელთაც სურთ საერთაშორისო კომპანიაში მუშაობა, რომელიც კონკურენტუნარიან ხელფასსა და შესაბამისად, ფინანსურ დამოუკიდებლობას სთავაზობს მათ. გვაქვს მოქნილი გრაფიკი, რაც ნიშნავს, რომ სამუშაოს შეთავსება სწავლასთან ან სხვა საქმიანობასთან არის შესაძლებელი. კომპანიაში არსებული კულტურა აძლევს მათ თვითგამოხატვის საშუალებას. ასევე – კომუნიკაციის უნარების, გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესებისა და ინდივიდუალური ზრდის შესაძლებლობას.
თბილისის სტუდიიდან სიგნალი 24/7/365 გადაიცემა. ჩვენი სტუდიის ბირთვი არიან: თამაშის წარმდგენები, ანუ თანამშრომლები, რომელთაც კამერის წინ, რეალურ დროსა და სივრცეში მიჰყავთ თამაში და ბანქოს მჩეხავები, ანუ თანამშრომლები, რომლებიც ბანქოს ამზადებენ თამაშისთვის. თამაშის წარმდგენის პოზიციისთვის ვაკანსიები სხვადასხვა ენის მცოდნეთათვის გვაქვს, როგორიც არის, მაგალითად, ინგლისური, თურქული და რუსული. პირმა, რომელიც აღნიშნული ვაკანსიითაა დაინტერესებული, კარგად უნდა იცოდეს ის ენა, რომელზეც შემოაქვს რეზუმე და მზად იყოს კამერის წინ მუშაობისა და თამაშის წასაყვანად.
რაც შეეხება ბანქოს მჩეხავებს, უცხო ენის ცოდნა არ მოეთხოვებათ, თუმცა დიდ ყურადღებას ვაქცევთ მათ საქმისადმი დამოკიდებულებას. COVID სიტუაციიდან და სოციალური დისტანცირების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ბანქოს მჩეხავის პოზიციაზე ვაკანსიები არ გვაქვს, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნულ პოზიციაზე მალე განვაახლებთ თანამშრომლების აყვანას.
ახალ რეალობასთან შეგუების აუცილებლობამ, ბიზნესი ექსტრემალურად შეცვალა. გთხოვთ, შეაფასოთ გასული წელი „ევოლუშენ საქართველოს“ პერსპექტივიდან.
კორონავირუსმა ეკონომიკა აამღვრია, თუმცა, ვფიქრობ სრული გავლენის დასანახად, გარკვეული დრო დაგვჭირდება.
გარკვეული ინფორმაცია უკვე აშკარაა – ბევრი ბიზნესი თუ ინდუსტრია ძალიან დაზარალდა პანდემიისა და შეზღუდვებისგან. ბიზნესები დაიხურა, ხოლო ხალხმა დაკარგა სამსახური. გასული წლის გაზაფხული ძალიან მძიმე იყო „ევოლუშენ საქართველოსთვის“ – მთავრობის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მოგვიწია თბილისის სტუდიის სრულად დახურვა. იძულებული გავხდით, რთული გადაწყვეტილება მიგვეღო და გამოსაცდელ ვადაზე მყოფი ყველა თანამშრომელი გაგვეთავისუფლებინა. მოხარული ვარ გაგიზიაროთ, რომ დღეის მდგომარეობით, ამ ადამიანების უმეტესობა ისევ ჩვენთან მუშაობს.
პანდემიის განმავლობაში, ბიზნესების უმეტესობას მათი საქმიანობის, თანამშრომლების და ა.შ. მიმართ საკმაოდ რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწიათ. როგორ ფიქრობთ, რა არის „ევოს“ წინსვლის მიზეზი, ამ რთულ პერიოდშიც კი?
COVID-19-ის შედეგებს, სამწუხაროდ, ყველა გრძნობს. ეს არის არაპროგნოზირებადი სიტუაცია, რომელიც უზარმაზარ სტრესს იწვევს როგორც საზოგადოებაში ასევე ინდივიდებშიც.
ჩვენ ფოკუსირება ორ რამეზე გავაკეთეთ. პირველი ყოველთვის ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაა. შევცვალეთ უამრავი პროცესი თუ შიდა პროცედურა, რათა მოვრგებოდით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დადგენილ რეგულაციებს იმ ქვეყნებში რომლებშიც ვოპერირებთ.
გარდა უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისა, გვჯერა, რომ სტუდიის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფაც ჩვენი პასუხისმგებლობაა, რათა ამ რთულ პერიოდშიც შევძლოთ და შევთავაზოთ სამუშაო შესაძლებლობა მათ, ვისაც შემოსავლის მიღება სურს. ეს არის გზა, რომლის საშუალებითაც გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს აღდგენის პროცესს – ქართველ ახალგაზრდებს შევთავაზოთ შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გარემოში, სადაც რეგულაციებისა და უსაფრთხოების ყველა ზომა კოტროლირებული და დაცულია.
გვახსოვს თქვენს მიერ წარმოდგენილი CSR პარტნიორობის ახალი მოდელი, რომელიც კომპანიებს, რომელთაც თანამშრომლების დათხოვნა მოუწიათ, მათზე ზრუნვისკენ და „ევოლუშენში“ დასაქმების შესაძლებლობების გაცნობისკენ მოუწოდებდა. საკმაოდ თამამი განცხადება იყო. წინადადება ისევ ძალაშია? და რას სთავაზობთ ამ ადამიანებს?
ჩვენ ეს ინიციატივა დავაანონსეთ, რადგან გვჯერა, რომ ამ რთულ პერიოდში, მნიშვნელოვანი როლი გვაქვს და როგორც კომპანიამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. „ევოლუშენს“ შესწევს სამუშაო ადგილების შექმნის ძალა, მაშინ როდესაც არაერთმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, კომპანიებს კი მათი სამსახურში ხელახალი მიღება არ შეუძლიათ.
სწორედ ამიტომ, კომპანიებს ჩართულობისკენ მოვუწოდებთ, რათა მივაწოდოთ ინფორმაცია მათ ვისაც შემოსავლის ალტერნატიული გზა ძალიან სჭირდებათ. შეთავაზება კვლავ ძალაშია, მივესალმებით ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც აგრძელებს ყოფილ თანამშრომლებზე ზრუნვას და CSR პარტნიორობის ფარგლებში ურჩევს მათ „ევოლუშენს“, როგორც დასაქმების შესაძლებლობას.
რა არის შემდეგი? რას უნდა ელოდონ ქართველი ახალგაზრდები „ევოლუშენისგან“?
ჩვენ გავაგრძელებთ სამუშაო ადგილების შექმნით ახალგაზრდების მხარდაჭერას. „ევოლუშენში“ მათ მუშაობის დაწყებისა და წინსვლის შესაძლებლობა ექნებათ. გვსურს, შევქმნათ საუკეთესო კომპანია, საუკეთესო სამუშაო ადგილი საქართველოში და გვსურს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული ამ პროცესში.
სტატიის ქავერ ფოტოს ავტორია ანი ბერთლანი.
[R]