in

ევოლუშენ საქართველო სტუდენტ თანამშრომლებს 1000-ლარიანი სტიპენდიის აღების შანსს აძლევს

ევოლუშენ საქართველომ თანამშრომლებისათვის სტიპენდიის პროექტი დააანონსა, რომლის მიზანი სტუდენტების წახალისება და მათი მოტივაციის ზრდაა. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ გზით, სურთ დააფასონ თანამშრომელთა შრომისმოყვარეობა, ლოიალობა, საქმისადმი სწორი დამოკიდებულება და დაეხმარონ მათ თავიანთი მიზნების განხორციელებაში, არა მხოლოდ კომპანიის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან დასაქმებულთა უმრავლესობა სტუდენტები არიან და ისინი სწავლასა და მუშაობას უთავსებენ ერთმანეთს, გაგვიჩნდა ევოლუშენის სტიპენდიის დაწესების იდეა, რომელიც ითვალისწინებს, სემესტრულად 1000 ლარით სწავლის დაფინანსებას,“-ამბობს ქეთევან გოლიაძე, ევოლუშენის საქართველოსა და სომხეთის სტუდიების ბრენდინგისა და კომუნიკაციის მენეჯერი.

ევოლუშენის წარმომადგენლების თქმით, პროექტში მონაწილეობა და განაცხადის შემოტანა შეუძლია ნებისმიერ თაანამშრომელს, რომელიც ბაკალავრიატის საფეხუზე სწავლობს.  სტიპენდიის მომავალ მფლობელებს სპეციალურად პროექტისათვის შექმნილი გუნდი გამოავლენს.

„ჩვენ ყველას განსხვავებული სურვილები და მიზნები გვაქვს, თუმცა ის, რაც გვაერთიანებს, თვითგანვითარებისკენ სწრაფვაა. სწორედ ესაა პროექტის მთავარი ინსპირაცია. ვფიქრობთ, რომ ამ გზით კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავეხმარებით საკუთარი თავის რეალიზებასა და სურვილების ასრულებაში.“– ქეთევან გოლიაძე.

ევოლუშენში დასაქმების მსურველებს, აპლიკაციის შევსება შეუძლიათ ვებგვერდზე : https://firstjob.ge/.

[R]

რობოტი, როგორც მცველი და მეგობარი — EBO X

„ქართული ანბანის მრავალფეროვნება“ — დათო სიმონიას პროექტი