in

„ევოლუშენი“, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, თანამშრომლებს დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს

„ევოლუშენი“, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, გუნდის წევრებს შეღავათებსა და დამატებით სარგებელს სთავაზობს – კომპანიის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოფისის თანამშრომლები, აცრის გაკეთებისა და მომდევნო დღეს დაისვენებენ. ამავდროულად, საათობრივად მომუშავე ნებისმიერ თანამშრომელს, დასვენების მიუხედავად,  სრულად აუნაზღაურდება ვაქცინაციისა და მომდევნო დღე.

კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ოფისში ასევე მოეწყო სწრაფი ტესტების სივრცე, სადაც „ევოლუშენის“ პარტნიორი ლაბორატორიის მხარდაჭერით, თანამშრომლებს COVID-19-ზე ტესტირება სრულიად უფასოდ შეუძლიათ.

„გადავწყვიტეთ, მივცეთ ჩვენს თანამშრომლებს დამატებითი მოტივაცია, რომ აცრის გადაწყვეტილება მიიღონ. მხოლოდ ვაქცინაციით შევძლებთ პანდემიის დასრულებას. გვჯერა,  ერთიანი მუშაობა და პასუხისმგებლობიანი მიდგომა გადამწყვეტია ამ პროცესში. პანდემიის დასაწყისიდან, სტუდიაში უამრავი რამ შევცვალეთ, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეგვექმნა – სწორედ ამ მიზნით, ჩვენთან მოეწყო სპეციალური ზონები, სადაც გუნდის ყველა წევრს შეუძლია, უფასოდ ჩაიტაროს ვირუსზე ტესტირება,“- აღნიშნა საქართველოს სტუდიის საოპერაციო ხელმძღვანელმა ჯეიკობ კლაესონმა.

„ევოლუშენი“ შვედეთში დაფუძნებული „ონლაინ“ სერვისებისა და გადაწყვეტილებების, B2B კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე, 5000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

 

[R]

ემ|ჯგუფი, ვაქცინაციისთვის, თანამშრომლებს ასაჩუქრებს

დევიდ ბოუის ინსპირაციით ვარსკვლავური სამკაულები შეიქმნა