თანამედროვე ეკონომიკურ პრაქტიკაში მთავრობები მთელ მსოფლიოში აწესებენ სპეციალურ საგადასახადო რეჟიმებს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის. ასეთი რეჟიმები გარკვეულ ინდუსტრიებში ან რეგიონებში შეიძლება მიმართული იყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. შესაძლოა, ისინი ასევე კონკურენტულ უპირატესობას სთავაზობდეს გადასახადის გადამხდელთა გარკვეულ კატეგორიას, მაგალითად, შეძლებულ ადამიანებს.
იმისთვის, რომ გახდე ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტი, აუცილებელია მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება, მათ შორის ქვეყანაში ბინადრობის/რეზიდენტობის შესახებ. ხშირად სპეციალური საგადასახადო რეჟიმის მქონე ქვეყნები ბინადრობის ნებართვის მოპოვებას (რომლითაც შეგიძლიათ ქვეყანაში დაუბრკოლებლად იცხოვროთ) ინვესტიციების გზით გვთავაზობენ.
დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ევროპის 7 ქვეყანას ხელსაყრელი საგადასახადო სქემებით, ასევე მოქმედ ვარიანტებს ინვესტიციების ჩადების სანაცვლოდ ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
საბერძნეთი: „non-dom“ რეჟიმი ინვესტორებისთვის
- ხანგრძლივობა: 15 წელი.
- არ უნდა იყოთ საბერძნეთის საგადასახადო რეზიდენტი ბოლო 8-დან 7 წლის განმავლობაში.
- შეიძლება გამოყენებულ იქნას ოჯახის წევრებისთვის (+20,000 ევრო წელიწადში ერთ ადამიანზე).
- ფიქსირებული საგადასახადო თანხა — 100,000 ევრო წელიწადში + მინიმუმ 500,000 ევროს ინვესტირება ადგილობრივ ეკონომიკაში.
ყველა უცხოური შემოსავალი და აქტივი თავისუფალია გადასახადებისგან. საბერძნეთის ტერიტორიაზე მიღებული შემოსავალი ექვემდებარება სტანდარტულ საგადასახადო განაკვეთებს.
ირლანდია: „non-dom“ რეჟიმი საბანკო გადარიცხვებზე არარეზიდენტებისთვის
- ხანგრძლივობა: განუსაზღვრელი ვადით
- არ ვრცელდება ოჯახის წევრებზე.
რეჟიმი მოქმედებს დაახლოებით ისევე, როგორც დიდ ბრიტანეთში. გადასახადი ვრცელდება მხოლოდ იმ თანხაზე, რომელსაც უცხოელი გადარიცხავს ირლანდიის საბანკო ანგარიშებზე. შეღავათიანი დაბეგვრის შესანარჩუნებლად აუცილებელია იმის დადასტურება, რომ ირლანდია არ არის პირის მთავარი საცხოვრებელი ადგილი.
იტალია: ფიქსირებული საგადასახადო განაკვეთი — 100,000 ევრო წელიწადში
- ხანგრძლივობა: 15 წელი.
- არ უნდა იყოთ იტალიის საგადასახადო რეზიდენტი ბოლო 10-დან 9 წლის განმავლობაში.
- ვრცელდება ოჯახის წევრებზე (+25,000 ევრო წელიწადში ერთ ადამიანზე).
100,000 ევროს ოდენობით ერთჯერადი გადასახადი ვრცელდება იტალიის ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლის თითქმის ყველა კატეგორიაზე. უცხოური აქტივების ჩუქება ან მემკვიდრეობით მიღება დაბეგვრას არ ექვემდებარება. თუმცა კაპიტალური მოგება უცხოური „კვალიფიცირებული“ აქციების პაკეტებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში არ განეკუთვნება ამ სქემას და დეკლარირებული უნდა იყოს.
მალტა: „non-dom“ რეჟიმი არარეზიდენტებისთვის
- ხანგრძლივობა: განუსაზღვრელი ვადით
- ზოგიერთ შემთხვევაში ვრცელდება ოჯახის წევრებზე.
- წლიური დამატებითი გადასახადი — 5000 ევრო
დაბეგვრა ვრცელდება მხოლოდ მალტაში არსებულ შემოსავლის წყაროებზე და ადგილობრივ ანგარიშებზე გადარიცხულ უცხოურ შემოსავალზე. შეღავათიანი დაბეგვრის შესანარჩუნებლად აუცილებელია იმის დემონსტრირება, რომ მალტა არ არის პირის მთავარი საცხოვრებელი ადგილი.
შვეიცარია: ერთჯერადი გადასახადი მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი
- ხანგრძლივობა: 15 წელი.
- არ უნდა იყოთ შვეიცარიის საგადასახადო რეზიდენტი ბოლო 10 წლის განმავლობაში.
- ოჯახის წევრებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად გააფორმონ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი.
გადასახადის ოდენობა დამოკიდებულია შეძლებული უცხოელის და მისი ოჯახის შვეიცარიაში ცხოვრების ხარჯებზე — გამოითვლება სტანდარტული ფედერალური და კანტონური განაკვეთებით. როგორც წესი, გადახდების ზუსტი ოდენობა წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან. აპენცელის, აუსერჰოდენის, ბაზელ-ლანშაფტის, ბაზელ-შტადტის, შაფჰაუზენისა და ციურიხის კანტონებმა ერთიანი საგადასახადო რეჟიმი გააუქმეს.
მონაკო: რეზიდენტებისთვის საშემოსავლო გადასახადი გაუქმებულია
მონაკოს სამთავრო არ აწესებს საშემოსავლო გადასახადს რეზიდენტებზე. მონაკოს ბინადრობის ნებართვა ათავისუფლებს ყველა გლობალურ შემოსავალს გადასახადებისგან. მაგრამ ეს მოითხოვს უძრავი ქონების შეძენას და წელიწადში 186 დღეზე მეტის გატარებას სამთავროში.
ანდორა: დაბალი საგადასახადო განაკვეთები
უცხოურ შემოსავალზე ფიქსირებული გადასახადი 10%-ს შეადგენს. ბინადრობის ნებართვის მისაღებად საკმარისია ქონების დიდი ხნით დაქირავება და გადახდისუნარიანობის დადასტურება. გარდა ამისა, ანდორას საერთაშორისო შეთანხმებების წყალობით, ადვილია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება.
2024 წლის 10 აპრილიდან 12 აპრილამდე შვეიცარიული კომპანია — Henley & Partners-ის სპეციალისტები მზად იქნებიან პირადად უპასუხონ კითხვებს ამ და სხვა ქვეყნებში, სამთავრობო პროგრამების ფარგლებში, ინვესტიციების ჩადების სანაცვლოდ რეზიდენტობის მიღების შესახებ. შეგიძლიათ, პირად კონსულტაციაზე ჩაეწეროთ მისამართზე: [email protected]
[პარტნიორის კონტენტი]