in

ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი საგზური | საქართველო არ ჩერდება

2025 წელს საქართველოს სპორტულმა ასპარეზმა უკვე მრავალი წარმატება მოიცვა და რაოდენ სასიხარულოა, რომ პატარა ქვეყანა დიდ გამარჯვებებს სპორტის არა ერთ, არამედ რამდენიმე სახეობაში აღწევს.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მთავარი სპონსორია.

სპორტის ქართული ისტორიის მორიგი გამორჩეული ფურცელი დაწერა ფუტსალის ნაკრებმა, რომელმაც სლოვაკი ვიზავი ორმატჩიან დაპირისპირებაში, ანგარიშით 7:6 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართა: ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა სტუმარი სამბურთიანი სხვაობით, 4:1 დაამარცხა და საკმაოდ სოლიდური უპირატესობა მიიღო. თუმცა, ცხადია, მთავარი მატჩი წინ, ბრატისლავაში გველოდა. ამას ასათიანის სიტყვებიც ადასტურებდა: მატჩი ხელახლა, 0:0-დან დაიწყებაო.

მართლაც ასე იყო – სლოვაკეთში გამართული მატჩი ძალიან რთული გამოდგა. სლოვაკებმა ტაიმი ანგარიშით 2:1 მოიგეს და შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, 3:1-საც იგებდნენ, თუმცა ჯერ არჩილ სებისკვერაძემ, შემდეგ კი ირაკლი თოდუამ, უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანეს და ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

იმის მიუხედავად, რომ სლოვაკეთმა ძალების მოკრება კვლავ შეძლო და 2 ბურთით დაწინაურდა, საქართველო არ გატყდა და ანგარიშის შენარჩუნება შეძლო. შედეგად, ორი მატჩის ჯამში, გავიმარჯვეთ (7:6), ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ და უდიდესი სიხარული გავიზიარეთ.

მოკლედ, ტურნირთან დაკავშირებით

ისტორიაში პირველად, ფუტსალში ევროპის პირველობას სამი ქვეყანა უმასპინძლებს: ლატვია (რიგა), ლიეტუვა (კაუნასი) და სლოვენია (ლუბლიანა). ევრო 2026 სტარტს 21 იანვარს აიღებს, ტიტულის მფლობელი კი 7 თებერვალს გამოვლინდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიაა, რომელმაც პირველობა 2018-შიც იზეიმა.

ვინ იქნება საქართველოს მეტოქე, ჯერჯერობით უცნობია. წილისყრა 24 ოქტომბერს კაუნასში გაიმართება, სადაც ტურნირზე მონაწილე 16 ნაკრები A-D ჯგუფებში გადანაწილდებიან.

აქვე გაგახსენებთ, რომ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და მეოთხედფინალშიც ითამაშა. ახლა კი ასათიანის გუნდი უფრო მაღალი მიზნებისთვის ემზადება. რატომაც არა, გამარჯვებისკენ მიმართულ ჟინს წინ ვერაფერი დაუდგება.

[პარტნიორის კონტენტი]

ტურიზმის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, სასტუმრო „გუდაური ლოჯი“ 10 მლნ დოლარის ობლიგაციებს უშვებს

ლიდერებს ყველაფრის ცოდნა აღარ ევალებათ – ახალი მარკეტინგული ხედვა