15
Nov
2013

ევროპის ყველაზე სექსუალური ქალები საკუთარ ენაზე რეკლამას აკეთებენ

15 Nov 2013

Elit Electronics
Elit Electronics


სასიამოვნო ხმა, სექსუალური გარეგნობა და უცხო ენა, რომელსაც ვერ იგებ მაგრამ მაინც უსმენ – ეს დამაინტრიგებელი სანახაობა შოკოლადის Clark Bar-ის რეკლამაშია.

რეკლამა ამერიკისთვის გაკეთდა და მასში ევროპელი, სექსუალური ქალები მონაწილეობენ, რომლებიც თავის ენაზე საუბრობენ. რუსულად, იტალიურად, ფრანგულად და პორტუგალიურად მოლაპარაკე ქალები, არაფერს განსაკუთრებულს არ ლაპარაკობენ. უაზრო მონოლოგში მხოლოდ ბოლო სიტყვაა გასაგები “Are you Clark enough?”

იდეა – სააგენტო Hill Holiday.

ჩვენი რჩევა იქნება, ჯერ  რეკლამა თარგმანის გარეშე შეაფასოთ, შემდეგ გადადით ლინკზე  www.areyouclarkenough.com და ნახავთ რეალურად რაზე ლაპარაკობენ. როგორც იტყვიან, ამ შემთხვევაში არცოდნა ჯობია.

ბევრჯერ დარწმუნებულხართ და ბევრჯერ გაგიგიათ ფრაზა Sex Sells და კიდევ ბევრჯერ ნახავთ ამ თემასთან დაკავშირებულ რეკლამებს, მაგრამ ეს ალბათ პირველი შემთხვევაა, როდესაც ყველანაირად გაუგებარი (თუნდაც უცხო ენა იცოდე), თემიდან ამოვარდნილი მაინც ყველასთვის გასაგები აღმოჩნდა.

განხილვა