საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა! ნაკრები ისტორიული მოგზაურობისთვის ემზადება. მათ კი შეურთდებიან ის იღბლიანები, ვინც ბილეთების ყიდვა მოახერხა. ევრო 2024-ს Setanta Sports-ზე ვერ უყურებთ, მაგრამ, როგორც სპორტთან და ფანობასთან გაიგივებული ბრენდი, ასეთ მოვლენას ყურადღების გარეშე ვერ დატოვებდა. ამგვარად, გადაწყდა კამპანიის წამოწყება, რომელიც გააერთიანებდა გულშემატკივრობისა და მოგზაურობისგან დაგროვებულ ემოციებს. ასე შეიქმნა…
ევროპული თავგადასავალი
უკვე მოეწყო სტუდიური მინივენი, რომელიც თბილისიდან გერმანიისკენ დაიძრა. როგორც ყველა თავგადასავალს, ამ ამბავსაც ჰყავს გმირები: Setanta Sports-ის კომენტატორი ფოფხა (გიორგი ფოფხაძე), კონტენტ კრეატორი ქეთა ქარჩავა, იუთუბერები ბასტო და რაბანა, ასევე მუყაოს ტაბსონა, რომელიც გმირების მუდმივი თანამგზავრი იქნება. გერმანიაში ჩასვლის შემდეგ კი ჩაიწერება პოდკასტები და გაესაუბრებიან ნაკრების მხარდასაჭერად ჩამოსულ ფანებს.
თვალი ადევნეთ ევროპულ თავგადასავალს Setanta Sports-ის სოციალური მედიის არხებში!
[R]