ზოგს ძალიან მოსწონს, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ ფაქტია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი, რომელსაც 170 მილიონი ადამინი უყურებს, მსოფლიოს მასშტაბით წელს ყველაზე სანახაობრივი ღონისძიება იქნება.
იმის მიუხედავად, რომ „ევროვიზია“ წელს საქართველოს არ მოუგია, 26 სექტემბერს ღონისძიების ხელმძღვანელი სიეტსე ბაკერი თბილისში ჩამოვა და Marketing Kingdom Georgia-ზე მოხსენებას წაიკითხავს.
სიეტსე ბაკერი ჰოლანდიელი მეწარმე, მწერალი, სპიკერი და ევროპის მაუწყებლების კავშირის (EBU ) სატელევიზიო აღმასრულებელია. 18 წლის უკვე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ვებ-გვერდის Esctoday.com დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი იყო. 22 წლის კი EBU-ს ახალი მედიის მენეჯერი , 2 წლის შემდეგ ევროვიზიისა და საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსების კომუნიკაციებისა და პიარის მენეჯრი გახდა.
2011 წლის 1 იანვარს კი საბავშვო „ევროვიზიის“ აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა. პარალელურად, ის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ღონისძიების ხელმძღვანელია. ბეკერმა ივენთ მენეჯმენტის კომპნაია Wow!works შექმნა. 2009 წელს ჰოლანდიის 25 ყველაზე ახალგაზრდა წარმატებულ მეწარმეს შორის მოხვდა.
როგორ მოხვდით ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორთა შორის ?
16 წლისას ერთი გოგო შემიყავრდა. ის „ევროვიზიის“ დიდი თაყვანისმცემელი იყო. შთაბეჭდილების მოსახდენად, მის რამდენიმე მეგობართან ერთად, კონკურსის ფანების ვებ–გვერდი შევქმენი. პროექტმა გაამართლა და მალე ოფიციალურ გვერდზე მეტად პოპულარული გახდა. ბოლოს კი ორგანიზატორებმა კონკურსის ონლაინ სივრცეში მიმდინარე აქტივობები „ჩამაბარეს“.
როგორ ფიქრობთ , რატომ არის „ევროვიზია“ ასეთი წარმატებული?
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი მთელს ევროპას უნიკალური გზით აერთიანებს. ეს არის მუსიკა- ენა რომელიც ყველას ესმის. გარკვეული პრინციპების დაცვით და ამავდროულად სიახლისა და ინოვაციებისთვის საკმაოდ ღია კონკურსი წლიდან წლამდე მილიონობით ადამიანს აკვირვებს.
რა არის ყველაზე დიდი სირთულე ასეთი მასშტაბური ღონისძიების ორგანიზების დროს ?
მთავარი გამოწვევა ისაა, რომ მოსამზადებლად მხოლოდ ერთი წელი გაქვს. მას , ვინც მასპინძლობის უფლებას იგებს, როგორც წესი, არანაირი გამოცდილება არ გააჩნია. ამის მიუხედავად, ევროპის ბევრი საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლების პროფესიონალიზმის დამსახურებითა და ჩვენი მხარდაჭერით – ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით წლიდან წლამდე წარმატებულად ვმასპინძლობთ ევროვიზიის სიმღერის კონკურსს.
ყოველწლიურად ქვეყნების შერჩევა ხმის მიცემის სისტემით ხდება. წელს აზერბაიჯანიდან ხმის მიცემა დიდი დავის საგანი იყო. ამაზე რას იტყვით?
კარგად მესმის, რომ გამომსვლელებიც და მონაწილე მაუწყებლებიც ხმის მიცემის პროცედურას კრიტიკულად უყურებენ, განსაკუთრებით, როცა საკუთარ თავს არც თუ კარგად წარადგენენ. პრინციპში, კარგია, როდესაც დაინტერესებული პირები კრიტიკულად უდგებიან ღონისძიების ძირითად ელემენტებს და ჩვენც ვცდილობთ ეს დეტალები წლიდან წლამდე დავხვეწოთ. რაც ეხება დავას აზერბაიჯანიდან ხმის მიცემაზე, სადაც გამოითქვა ეჭვი რუსეთისათვის არასაკმარის ქულებზე. სატელევიზიო ხმის მიცემის დროს მიღებული კარგი მაჩვენებლების მიუხედავად, ჟიურიმ, რომლის გადაწყევტილებაც საბოლოო შედეგების 50% შეადგენს, რუსული სიმღერა არ ჩათვალა ისეთ ძლიერად, რომ აზერბაიჯანის საუკეთესო ათეულში მოხვედრილიყო. შედეგები ადგილობრივმა ნოტარიუსებმა, ჩვენმა პარტნიორმა Digame-მ („ევროვიზიის“ პარტნიორი ხმის მიცემის პროცედურებში) და დამოუკიდებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ Price water house Coopers–მა დაამტკიცეს.
რა არის ქვეყნისთვის მომგებიანი კომბინაცია , რომ ამ შეჯიბრზე პირველი ადგილი აიღოს?
მთავარია შენი გამოსვლა იყოს იმ ხარისხის, რომ 25 სიმღერის მოსმენის შემდეგაც ყველას თავში უტრიალებდეს. ევროპის მასშტაბით ასეთი მრავალფეროვანი კონტენტის წარმოდგენა ნიშნავს, რომ შენი სიმღერა მთელს კონტინენტზე უნდა მიაწვდინო ხალხს და არ აქვს მნიშვნელობა ისლანდიიდან ხარ, საქართველოდან, მალტადან თუ ესტონეთიდან. გამარჯვებული ქულებს მთელი ევროპიდან იღებს. ასე რომ გადამწყვეტი უდავოდ ეს არის.
რომელ მომენტს გამოარჩევდით ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიიდან ?
მქონდა პატივი ორჯერ ვყოფილიყავი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ღონისძიების ხელმძღვანელი. ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ ესაა. 2010 წელს, როცა კონკურსი ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში იმართებოდა, მასპინძელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა ღონისძიებაზე ბავშვთა სახლების აღსაზრდელები დაპატიჟეს. ისინი დიდი დღესასწაულის ნაწილად იქცნენ და ამით უსაზღვროდ ბედნიერიები იყვნენ. ამხელა ბედნიერების მათ თვალებში დანახვამ და იმ მომენტის გაანალიზებამ, რომ, შესაძლოა ამ ერთმა დეტალმა დიდი გავლენა მოახდინოს მათ მომდევნო ცხოვრებაზე, მეც გამაბედნიერა.
რას ფიქრობთ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს გამოსვლის შესახებ?
სასიამოვნოა, როდესაც საქართველოს გამარჯვების ამბიცია და დიდი სურვილი აქვს. თქვენს ქვეყანას დიდი მუსიკალური შესაძლებლობები აქვს, რასაც მდიდარი კულტურა და შესანიშნავი ენა განაპირობებს. თუ რაიმე რჩევა უნდა მივცე საქართველოს, ვიტყოდი, მაქსიმალურად ისიამოვნეთ, მაშინაც კი თუ ვერ გაიმარჯვებთ. ზოგი ქვეყანა 40 წელი იბრძოდა მთავარი გამარჯვებისთვის. ვიმედოვნებ, ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ნამდვილად იქნება ის პლატფორმა, საიდანაც საქართველო დანარჩენ ევროპას საკუთარ კულტურას გაუზიარებს. ხალხმა თქვენი ქვეყნის შესახებ მართლა ძალინ ცოტა რამ იცის.
თქვენი წიგნი „ როგორ ვიცხოვროთ განსაცვიფრებლად“ (How To Leive WOW ) ინგლისურად გამოიცა. იქნებ ცოტა რამ გვიამბოთ ამ წიგნზე ?
ეს ჩემი პირველი წიგნია, რომელიც ჩემს სამშობლოში გამოიცა. ისეთი ადამიანებისთვისაა, ვისაც ნამდვილად სურს რაიმეს მიაღწიოს ცხოვრებაში, მაგრამ იდეებისა თუ მოტივაციის ნაკლებობა ხელს უშლის ამაში. ინგლისური გამოცემა ადაფტირებული იქნება საერთაშორისო მკითხველისთვის და სავარადოდ, წლის ბოლოს, ჯერ-ჯერობით ინტერნეტ გამოცემის სახით გამოვა. სიმართლე გითხრათ, ძალიან ამაღელვებელია ეს ფაქტი ჩემთვის.
საქართველოში პირველად ხართ? რას ელით Marketing Kingdom-ისგან?
საქართველოში არასოდეს ვყოფილვარ. ასე რომ ამ ღონისძიებას გულის ფანცქალით ველოდები. Marketing Kingdom-ს ევროპის სხვა ქალაქებში დავსწრებივარ და ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულია ხოლმე. ეს მხოლოდ კონფერენცია არაა- უფრო გამოცდილებაა, რომელიც შემდეგ შენს მეხსიერებაში და ურთიერთობებში გრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება ქართულ მასმედიაში სერიოზულ გამოხმაურებას ჰპოვებს.
Marketing Kingdom Georgia თბილისში 26-27 სექტემბერს საგამოფენო სივრცე ექსპო ჯორჯიაში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია P World , ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია Marketer.ge. კომპანია „ჯეოსელი“ პლატინის, საქართველოს ბანკი კი ოქროს სპონსორი. მხარდამჭერები არიან : Georgia Today, რადიო „ფორტუნა“, “ინფო თბილისი“ და საქართველოს პიარ კლუბი
რეგისტრაციისა და სხვა ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს
www.thepworld.com