თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები სწრაფი ტემპით ვითარდება, ამ სფეროს მიმართ ინტერესი კი ყოველდღიურად იზრდება. იმისათვის, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე, მნიშვნელოვანია ფეხი ავუწყოთ ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროს, ავიმაღლოთ კვალიფიკაცია და მივიღოთ საჭირო ცოდნა, უნარები და მოტივაცია გამოცდილი ექსპერტებისგან.

Exactpro არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სერვისებს გლობალური ფინანსური ბაზრების კრიტიკული დანიშნულების მქონე ტექნოლოგიებისთვის. ფირმა ორიენტირებულია ბირჟების, საკლირინგო პალატების, დეპოზიტარების, სავაჭრო რეპოზიტორების და ფინანსური ბაზრის სხვა ინფრასტრუქტურების ფუნქციონალურ და არაფუნქციონალურ ტესტირებაზე. Exactpro-ს სათაო ოფისი მდებარეობს გაერთიანებულ სამეფოში, ასევე, კომპანიის ოფისები ფუნქციონირებს შეერთებულ შტატებში, საქართველოში, რუსეთში, ლიეტუვასა და შრი-ლანკაში. კომპანია დაარსდა 2009 წელს, 10 თანამშრომლით, ამჟამად კი Exactpro-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი სპეციალისტი.
Exactpro საქართველოში 2018 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია წარმატებით უწყობს ხელს პროფესიულ განვითარებას საქართველოში, ასევე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ჩართულია სტუდენტთა დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამებში. Exactpro-ს საგანმანათლებლო კურსები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმების საშუალებით ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. თუ გსურთ, დაათვალიეროთ ოფისი კულისებს მიღმა და გაიცნოთ ადგილობრივი გუნდი, გადადით მითითებულ ლინკზე და მოიწყვეთ ვირტუალური ტური Exactpro-ს თბილისის ოფისში:
პროგრამული უზრუნველყოფის სისტემები XXI საუკუნის რეალობის განუყოფელი ნაწილი გახდა. პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერების მიმართ მოთხოვნა მუდმივად იზრდება. თუკი გაინტერესებთ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება, ალბათ, დაგაინტერესებთ, თუ რა საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატებია ხელმისაწვდომი ამ მიმართულებით.
Exactpro იწყებს ISTQB პირველი დონის სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსს (ISTQB CTFL Exam Preparation Course), რომელსაც გაუძღვებიან კომპანიის გამოცდილი ექსპერტები საერთაშორისო გუნდიდან. წარმატებულ სტუდენტებს კომპანია სთავაზობს დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობას. კურსის პირველი ნაკადისთვის სწავლა უფასოა!
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია Exactpro-ს ვებგვერდზე.
[პარტნიორის კონტენტი]












