in

Exadel Inc. ქართულ ბაზარზე შემოდის!

Exadel Enters Georgian Market!

საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო და პროგრამული  უზრუნველყოფის ინჟინერინგის კომპანია Exadel Inc (www.exadel.com) ახალ ფილიალს საქართველოში ხსნის.

კომპანია ეძებს კვალიფიციურ თანამშრომლებს და ეპატიჟება ნიჭიერ პროფესიონალებს მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებზე სამუშაოდ.

„ჩვენ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა აღმოვაჩინეთ და ვიმედოვნებთ, რომ პანდემია მალე დასრულდება, რადგან უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი ოფისებიდან საუკეთესო ექსპერტების მოწვევას, რომლებიც ჩვენი ახალი ქართველი კოლეგების გვერდიგვერდ იმუშავებენ. 2021 წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ საქართველოდან 40-50 სპეციალისტის დასაქმებას, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი პროექტების განხორციელებაში“, – ამბობს ელენა კრუკოვსკაია, Exadel-ის Chief Operation Officer.

IT ბაზარზე 22+ წლიანი გამოცდილება, მსოფლიოს მასშტაბით 23 ოფისი და 1200-ზე მეტი უბადლო თანამშრომელი არის ის, რაც Exadel-ს ხდის IT ინდუსტრიაში საუკეთესო მოთამაშედ და სასურველ დამსაქმებლად.

ბიზნესის მართვის კუთხით კი ფართო გამოცდილება გვაქვს ისეთ ინდუსტრიებში მუშაობისა როგორიცაა ფინანსები, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, ინფორმაციული უსაფრთხოება, ჯანდაცვა და განათლება.

კომპანია აერთიანებს საინტერესო ადამიანებს, რომლებიც გამოირჩევიან ცოდნით ისეთ სპეციალობებში, როგორიცაა: AI&DS, BA, Java, .NET, JS, QA Manual, QA Automation, Mobile Android, DevOps, Big Data და სხვა.

Exadel ზემოთ ჩამოთვლილი ტექნოლოგიების განხრით 19 პროფესიული საზოგადოების მასპინძელია. ეს საზოგადოებები რეგულარულად ატარებენ ტრენინგებს და შეხვედრებს სხვადასხვა დაკავშირებულ საკითხზე. გარდა პარტნიორების მომსახურებისა, Exadel აქტიურად ქმნის თავის ორიგინალურ პროდუქტებს. მაგალითად მობილური აპლიკაცია Appery.io, რომელმაც მოიპოვა 2021 წლის DEVIES-ის ჯილდო „Mobile Development“ კატეგორიაში. ეს წარმატება მეგობრული გუნდისა და კარგად დაგეგმილი მართვის დამსახურებაა, თუმცა არა მარტო.   ყველაფერი 10 წლის წინ დაიწყო დეველოპერების მცირე ჯგუფის იდეით. მენეჯმენტმა დაიჯერა ამ იდეისა და უზრუნველყო განხორციელების შესაძლებლობები.

Exadel-ში გაქვთ შანსი განახორციელოთ საკუთარი პროექტები კომპანიის პატრონაჟით.

თანამშრომლების კომფორტსა და განვითარებაზე ზრუნვა, გამოცდილებების გაზიარება და გუნდური მუშაობა კომპანიის მთავარი ღირებულებები და წარმატების მთავარი წინაპირობებია.

წელიწადში ოთხჯერ-ხუთჯერ Exadel-ში ხორციელდება ინტენსიური სტაჟირების პროგრამები, რომელთა საშუალებით ხდება კანდიდატთა წვრთნა კომპანიის საქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიებში. Exadel-ის პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შედეგებზე დაყრდნობით, კომპანია სტაჟიორების 50-90%-ს სთავაზობს სრულ განაკვეთიან სამსახურს.

Exadel, ასევე, რეგულარულად ატარებს ტრენინგებს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაში  და შეხვედრებს. ამ შეხვედრებზე კომპანიის ექსპერტები თავიანთ სამუშაო გამოცდილებას უზიარებენ ფართო აუდიტორიას.  დღევანდელი juniors – ეს ხვალინდელი experts არიან, ამიტომ Exadel უზომოდ მოხარულია, რომ მომავალში ინვესტირებას ახორციელებს.

საერთაშორისო კომპანია StrategEast-თან ერთად, Exadel გეგმავს, რომ თავისი საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოშიც დანერგოს.

Exadel-ის ოფისის გახსნის პირველივე დღეებიდან კომპანია გრძნობდა მხოლოდ თანადგომასა და დაინტერესებას საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები მხრიდან.

Exadel გამოხატავს თავის ღრმა პატივისცემას და მადლობას უხდის ფინანსთა სამინისტროსა და პირადად  ბატონ ლ. ხუციშვილს; ეკონომიკის სამინისტროს, პირადად  ქალბატონ ნ. თურნავას და ბატონ ი. ნადარეიშვილს;  იუსტიციის სამინისტროს, პირადად  ბატონ ი. გიორგაძეს.

Exadel განსაკუთრებულად გვინდა აღვნიშნოთ და მადლობა უთხრათ ბელარუსში საქართველოს ელჩის, ბატონი ვ. კვარაცხელიას თბილ მიღების, თანადგომისა და დახმარებისათვის.

პარტნიორობისა და ერთობლივი პროექტებისათვის Exadel, ასევე, მადლობას უხდის StrategEast-ს  ბატონ ა. მოტკინს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) ბატონ მ. ბატიაშვილსა და ქალბატონ ნ. ენუქიძეს.

Exadel-ში სჯერათ, რომ ურთიერთ საინტერესო თანამშრომლობის პირობებში კომპანია გაზრდის თავის ოპერაციებს საქართველოში და დადებით გავლენას იქონიებს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე.

 

ზურაბ ავალიშვილი

გენერალური მენეჯერი

„ექსადელსაქართველო“

+995599748880

[email protected]

https://www.facebook.com/ExadelGeorgia

 

[პარტნიორის კონტენტი]

რატომ ვაჭიანურებ საქმის დაწყებას? – პროკრესტინაციის მიზეზი და მისი დაძლევის უცნაური ხერხი

როგორ შეუძლია საშუალო ბიზნესს მაქსიმალური ზრდისა და ეფექტურობის მიღწევა?