in

Exadel – IT რეკრუტერად მუშაობის უპირატესობები, გამოწვევები და კარიერული მწვერვალები!

რამდენი ხანია, რაც IT რეკრუტერი ხარ და რატომ გადაწყვიტე ამ პროფესიის არჩევა

მეკო: „წელიწადზე მეტია რაც IT რეკრუტერი ვარ და ძალიან მომწონს ჩემი პროფესია, ამ სფეროს არჩევის მიზეზი კი მისი უნიკალურობა და მრავალფეროვნებაა.“

ანუკა: „დაახლოებით 9 თვეა, რაც ამ სფეროში ვარ. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი დროა, საკმაოდ გავიზარდე და პროფესიაც ძალიან შემიყვარდა.
რატომ ავირჩიე ეს სფერო? თანამედროვე სამყაროში, სადაც Tech ქომიუნითიში ბევრი ახალი მიმართულება გაჩნდა, გაიზარდა შესაბამის რესურსზე მოთხოვნაც. ეს უწყვეტი პროცესი კი უფრო და უფრო საინტერესო და სიახლეებით გაჯერებული ხდება.“

მეკო და ანუკა

ჩამოგვითვალეთ მთავარი თვისებები, რომლითაც უნდა გამოირჩეოდეს კარგი IT რეკრუტერი

ანუკა: „ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლი, თუმცა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი თვისება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ცვლილებების მიმართ მარტივად ადაპტირებაა. ასევე ეცადეთ იყოთ Multitasker-ი, მეგობრული, გულწრფელი და კეთილგანწყობილი.“

მეკო: „ვფიქრობ, რომ IT რეკრუტერის ყველაზე ძლიერი მხარე ეფექტური კომუნიკაციაა, რადგან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვართ ინიციატორები, ე.წ. “HeadHunters” და პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიყოთ კეთილგანწყობილი კანდიდატების მიმართ, გავაცნოთ და დავაინტერესოთ კომპანიით, კულტურითა და მუშაობის სპეციფიკით. ამ ყველაფერთან ერთად, თვალი უნდა ვადევნოთ IT სფეროს წარმომადგენლებს და შევინარჩუნოთ მუდმივი კონტაქტი.“

რა არის იმისთვის აუცილებელი, რომ იყო წარმატებული IT რეკრუტერი?

მეკო: „კარგი IT რეკრუტერი მუდმივად უნდა იყოს ყველა ვაკანსიის საქმის კურსში, ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას ყველა პოზიციის მოთხოვნების, ბენეფიტებისა და სახელფასო განაკვეთის შესახებ.“

მეკო

ანუკა: „დავამატებდი, ე.წ. ”Hard Skill”-ებსაც, რეკრუტერს უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი, აუცილებელია  უცხო ენების ცოდნაც. ასევე, IT რეკრუტერი მუდმივად უნდა ეცნობოდეს Tech ბაზრის ტენდენციებს.“

როგორ ინარჩუნებთ მოტივაციას?

მეკო: „ძალიან კომფორტულია Exadel-ში მუშაობა. ამას რამოდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მეგობრული სამუშაო გარემო, შეგრძნება, რომ მნიშვნელოვანი ხარ, მუდმივი მხარდაჭერა კოლეგების მხრიდან, სოციალური ბენეფიტები, ტრენინგები კარიერული განვითარებისთვის, რასაც კომპანია აფინანსებს.

ასევე დავამატებდი, რომ მიუხედავად კომპანიის ინტერნაციონალურობისა, თანამშრომლებს შორის საკმაოდ დახვეწილი კომუნიკაცია მანიჭებს იმის განცდას, რომ ჩემი უშუალო ხელძღვანელი არა თუ სხვა ქვეყანაში, არამედ ჩემს გვერდითაა, ეს კი კომპლექსურ სამუშაოს მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.“

ანუკა: „კონკურენტული ანაზღაურება, მუშაობის მოქნილი გრაფიკი, თუმცა Exadel-ის გუნდის ერთიანობა ქმნის ჩემთვის ყველაზე დიდ მოტივაციას.“

ანუკა

რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გხიბლავთ თქვენს პროფესიაში?

ანუკა: „ჩემთვის ეს პროფესია გარკვეულ აზარტთან ასოცირდება. ყოველი წარმატებით დასრულებული, დახურული ვაკანსია არის უდიდესი მოტივაცია კვლავ ახალი საინტერესო მოგზაურობის დასაწყებად – ახლა უკვე სხვა კანდიდატის აღმოსაჩენად.“

მეკო: „დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის ინტერესი. განსაკუთრებით სასიამოვნო და სასიხარულოა, როცა შენი მოწონებული კანდიდატი საბოლოოდ შენივე გუნდის წევრი ხდება.“

საიდან გაიგეთ კომპანია Exadel-ის შესახებ?

ანუკა: „ზოგადად ვიცოდი კომპანიის შესახებ და ყოველთვის მინდოდა, რომ ასეთ პრესტიჟულ საერთაშორისო კომპანიაში მემუშავა.“

მეკო: „იქიდან გამომდინარე, რომ ვმუშაობდი IT სფეროში, მქონდა ინფორმაცია ამ  კომპანიის შესახებ. ვიცოდი რომ ერთ-ერთი ძლიერი, საერთაშორისო კომპანიაა, თუმცა მასშტაბების შესახებ არ მქონდა ინფორმაცია. აღნიშნული ვაკანსია LinkedIn-ზე შემხვდა და უფრო ღრმა კვლევის შედეგად მივხვდი, რომ Exadel გახდებოდა ჩემი მომავალი კარიერული ნაბიჯი.“

მოგვიყევით, როგორია თქვენი ერთი სამუშაო დღე Exadelში?

მეკო:  „ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი სამუშაო დღე გვაქვს ხოლმე. გარემო არის კომფორტული და მეგობრული, ყველანი ვეხმარებით ერთმანეთს. გვაქვს სამუშაო შეხვედრები, ასევე გასაუბრებები სხვადასხვა კანდიდატებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.“

ანუკა: „Exadel-ში საოცრად პოზიტიური გარემოა. გუნდურობა აქ ძალიან მნიშვნელოვანია.  ჩვენს კომპანიაში ყოველთვის შეგიძლია ისეთი საუკეთესო მეგობრის პოვნა, როგორიც ჩემს შემთხვევაში – მეკოა.

მე და მეკო ფაქტობრივად სულ ერთად ვმუშაობთ. ჩვენი დილა იწყება ყავით, შემდეგ კი ვაგრძელებთ მუშაობას, პროცესში ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს მოსაზრებებს, ვაძლევთ რჩევებს, ვეხმარებით და ასე პროდუქტიულად გადის სამუშაო დღე.“

რა ქმნის Exadel საუკეთესო სამუშაო გარემოდ?

მეკო: „ჩვენს კომპანიაში კომფორტული და მეგობრული გარემოა. გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის პროფესიონალებით, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან ცოდნის გასაზიარებლად. ყოველი ახალი ვაკანსია პროფესიულად ძალიან მზრდის.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, Exadel-ში არის საკმაოდ კონკურენტული ანაზღაურება და არაჩვეულებრივი სოციალური პაკეტი. ყველა ნახსენები ფაქტი კი საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ კომფორტული მუშაობისთვის საუკეთესო გარემო შეიქმნას.“

ანუკა: „Exadel ჩემთვის არის კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია ძალიან მზრუნველი და ამავდროულად პროფესიონალი თანამშრომლებით, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად. აქ სლოგანი – “Together, we are greater” ძალიან მნიშნელოვანია და ამართლებს იდეას.“

რა ბენეფიტები ახლავს თან IT რეკრუტერად მუშაობას?

ანუკა: „ვიტყოდი რომ ძალიან თანამედროვე და პროგრესული პროფესიაა, მუდმივად ხარ განვითარების ეპიცენტრში, გარშემო იკრებ ძალიან დიდ სანაცნობო წრეს, ხვეწავ კომუნიკაციას და ვითარდები.“

მეკო: „მუდმივი განვითარება, ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობა. პროცესში იზრდები გუნდთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“

რა რჩევას მისცემთ ჩვენს მომავალ #Exadeller-ებს?

მეკო:  „ჩემი მთავარი რჩევაა, რომ არასდროს დანებდნენ, მუდმივად იყვნენ განვითარებაზე ორიენტირებულნი, რადგან Exadel-ის კარები ყოველთვის ღიაა ნამდვილი პროფესიონალებისთვის!“

ანუკა: „ვურჩევდი რომ იყვნენ თავისუფლები და გახსნილები, რათა მაქსიმალურად შეძლონ თავიანთი ნიჭისა და უნარის გამოვლენა.“

გახდი Exadel საქართველოს დიდი ოჯახის წევრი:
Global careers page: www.exadel.com/careers

“People are our main asset! Everybody matters. And we hope to see you in our expert family soon!” – Exadel Inc.

Facebook | LinkedIn | Exadel.com

[პარტნიორის კონტენტი]

„კრეატიულობა არის ის, რაც ადამიანებად გვაქცევს“ — V&A მუზეუმის კამპანია

აფანტაზიას უკვე თვალის გუგაზე დაკვირვებით დაადგენენ