თუ Excel-ის შესწავლას იწყებთ, ან გსურთ, უკეთ იცოდეთ ეს პროგრამა, შესაძლოა, „ექსელის 100 ამოცანა დამწყებთათვის” გამოგადგეთ. სახელმძღვანელოს შექმნის მიზანი სწორედ ეს არის – წიგნში თავმოყრილია 100 ამოცანა, შესაბამისი ვიდეო გაკვეთილებითა და ვიდეო ამოხსნით.

„ამოცანები დაყოფილია 12 ჯგუფად. აქედან, 11 ჯგუფი არის, როგორც ფუნქციების, ფორმულების გამოყენებაზე, ბოლო ჯგუფი კი გახლავთ კომბინირებული ამოცანები. ყველა ამოცანის ბოლოს არის მოცემული ვიდეო გაკვეთილისა და ვიდეო ამოხსნის ბმულები. მათზე „დაკლიკებით“ გაიხსნება ვიდეო youtube-ზე, რომელიც გაჩვენებთ ამ ამოცანის ამოხსნას, ასევე ვიდეო, რომელიც გასწავლით ამ ამოცანის ამოსახსნელი ფორმულის თუ ფუნქციის სრულ გამოყენებას“.
წიგნზე „ექსელის 100 ამოცანა დამწყებთათვის“ „კავკასიის უნივერსიტეტის“ პროფესორი გიორგი დათუკიშვილი და თორნიკე კვინიკაძე მუშაობდნენ. სახელმძღვანელო მათ პროექტ „ელექტრონული აკადემიის“ ფარგლებში შექმნეს.
„ელექტრონული აკადემია“ 2017 წლის გაზაფხულზე დაარსდა. ჩვენი მიზანია, საქართველოს მოქალაქეების ცოდნისა და უნარების ავამაღლოთ სხვადასხვა მიმართულებით. სპეციალური მეთოდიკით ვცდილობთ, მარტივად მივაწოდოთ საოფისე პროგრამების შესახებ სასწავლო მასალები ყველას, ვინც ახლა იწყებს მათ გამოყენებას, ან სურს, ცოდნა გაიღრმავოს. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა „ექსელის 100 ამოცანა დამწყებთათვის“. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, წიგნში მოცემული სავარჯიშოების, პასუხებისა და ვიდეოების გამოყენებით, დაიწყოს Excel-ის საფუძვლიანი შესწავლა, მისთვის მარტივ და გასაგებ ენაზე. აქვეა პრაქტიკული სავარჯიშოები, რომელიც უფრო ადაპტირებულს ხდის სახელმძღვანელოს“.
წიგნზე „ექსელის 100 ამოცანა დამწყებთათვის” „კავკასიის უნივერსიტეტის“ პროფესორი გიორგი დათუკიშვილი და თორნიკე კვინიკაძე მუშაობდნენ.
სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია უფასოა ნებისმიერი მსურველისთვის. ასევე ხელმისაწვდომია წიგნის „ექსელის 100 ამოცანა დამწყებთათვის” ბეჭდური ვერსია.











