in

Excel-ის საკმაოდ დაძაბული მსოფლიო ჩემპიონატი

ამ დროისთვის მსოფლიოში სპორტის უამრავი სახეობაა და თითოეულ მათგანს თავისი განწყობა, მღელვარება, ადრენალინი და ემოცია მოაქვს. თუმცა დღეს უნდა წარმოგიდგინოთ სრულიად განსხვავებული თავგადასავალი – Excel Esports. სპორტი შეიქმნა ფინანსური მოდელირების მსოფლიო თასის მიერ, მათი უახლესი ღონისძიება “ALL-SAR BATTLE” სავსეა კომენტატორებითა და ანალიტიკოსებით.

თუ აქამდე ფიქრობდით, რომ თქვენი Microsoft Excel-ის უნარები ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ჩვენ თქვენთვის სიახლე გვაქვს – ეს მოთამაშეები სხვა დონეზე არიან. ამ უნიკალურ ტირნირში საუკეთესოთა შორის საუკეთესონი ეჯიბრებიან ერთმანეთს. ლატარიაში მოდის ამოცანები, კითხვები, რომელთა ამოხსნასაც 8 ექსპერტი ცდილობს. ფინანსური მოდელირების ტურნირი 2020 წლის სექტემბრიდან ტარდება.

გარდა იმისა, რომ ეს ტურნირი ჩატარდა, მისი ტრანსლაციაც შედგა შეერთებულ შტატებში ESPN2-ზე. ყველაფერი ლეგიტიმურად რომ ჩატარებულიყო, მას კომენტატორებიც ჰყავდა და ანალიტიკოსებიც. მათი შეფასებით, Excel შეიძლება დამაბნეველი იყოს თავისი რთული სტრუქტურითა და ფორმულებით, განსაკუთრებით, როცა დროში ხართ შეზღუდულები.

ESPN ცნობილია იმით, რომ არ ერიდება ნიშური სპორტის სახეობების გაშუქებას. მან გადმოსცა Ultimate Frisbee ჩემპიონატი, ქაღალდის თვითმფრინავების ჩემპიონატი და საჰაერო გიტარის მსოფლიო ჩემპიონატებიც კი. თუმცა Excel Esports მათ შორის მოწინავე ადგილი უჭირავს. 

„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ — თეგეტას კამპანიაში მომხმარებლები ჩაერთნენ

კონტენტის ტოქსიკურობას უკვე Mindshare-ის AI განსაზღვრავს