in

Exchanger — ქართულ ბაზარზე პირველად, ვალუტის გადაცვლის ელექტრონული ტერმინალი გამოჩნდა

საქართველოში პირველად უკვე შესაძლებელია ვალუტის გადამცვლელი ტერმინალის გამოყენება. მართალია, მსოფლიოში კარგად იცნობენ მსგავს პროდუქტს, თუმცა საქართველოში Exchanger ნამდვილად სიახლეა!

Exchanger არის TESO Tech Solutions-ის (ტესო ტეჩ სოლუშენსის) ტექნიკური და ციფრული ინოვაცია, რომლის საშუალებითაც მარტივდება ვალუტის გადაცვლის პროცესი როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის:

Exchanger უზრუნველყოფილია მომხმარებლისთვის ნაცნობი ინტერფეისით, რომელშიც ნავიგაცია ძალიან მარტივია. ამასთან ერთად, ტერმინალი აღჭურვილია თანამედროვე კუპიურის მიმღებით, რომელსაც შეუძლია 20 განსხვავებული ვალუტის მიღება. მაღალტექნოლოგიური სენსორების დახმარებით, მოწყობილობაში ყალბი ფულის მოხვედრის შანსი ნულამდეა დაყვანილი.

ვალუტის გადამცვლელი ელექტრონული ტერმინალი გასცემს 6 სხვადასხვა ნომინალის კუპიურას, რაც საბოლოოდ შესაძლებელს ხდის 3 განსხვავებული ვალუტით ვაჭრობას. გასაყიდი და შესაძენი თანხების კომბინაციით TESO Tech Solutions-ის Exchanger მომხმარებელს 70-მდე განსხვავებულ პროდუქტს სთავაზობს. ვალუტების გაცვლითი კურსი დამოკიდებულია პარტნიორი ობიექტის გამოცხადებულ კურსზე. უფრო კონკრეტულად — ის მომენტალურად აინტეგრირებს კონკრეტული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კურსს. ამასთან ერთად, სურვილის შემთხვევაში, სოფტის დიზაინი შესაძლებელია მოერგოს ნებისმიერი ობიექტის მიერ შერჩეულ დიზაინს.

Exchanger სრულად შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ კანონს ელექტრონული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შესახებ — აღჭურვილია დოკუმენტის სკანერით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს განახორციელოს ვალუტის გაცვლის ოპერაცია როგორც ID ბარათის, ასევე პასპორტის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ ვალუტის გადამცვლელი ელექტრონული ტერმინალის გამოყენება ხელმისაწვდომია უცხოეთის მოქალაქეებისთვისაც.  

მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მონეტების მიღება და გაცემა მხოლოდ ლარშია შესაძლებელი. ამ მხრივ მომხმარებელი ვალუტის გადახურდავებისას, თანხას 5 თეთრის სიზუსტით იღებს.

Exchanger უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის უსაფრთხოების სისტემით – ელექტრონული სიგნალიზაციით და ვიდეო კამერებით, რომლებიც თანხის მოძრაობის სრულ მონიტორინგს ახორციელებს.

ეს არის TESO Tech Solutions-ის Exchanger — ვალუტის გადამცვლელი ელექტრონული ტერმინალი – პროდუქტი, რომელიც სულ მალე დაიპყრობს ქართულ ბაზარს!


TESO Tech Solutions-ის შესახებ:

ვალუტის გადამცვლელი ელექტრონული ტერმინალი — Exchanger  “ტესო ტეჩ სოლუშენსის” (სს ოპპას – ს შვილობილი კომპანიის) ახალი პროდუქტია. მოწყობილობა თავისი არსით არ არის ახალი, თუმცა საქართველოს ბაზარზე მსგავსი პროდუქტი, მსგავსი შესაძლებლობებით აქამდე არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ტერმინალის ფიზიკური კორპუსი და პროგრამული მხარე — ორივე TESO Tech Solutions-ის (სს ოპპა-ს) მიერაა შექმნილი. შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, მთლიანად შესაძლებელია ტერმინალის ნაწილებისა და პროგრამული მხარის ცვლილება.

შეგახსენებთ, რომ სს ოპპა Exchanger-ის გარდა, ფლობს საქართველოში პირველი სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების ბრენდს PayBox-ს.

[პარტნიორის კონტენტი]

ჯეიმს ვების ტელესკოპი შორეული პლანეტის პირდაპირ სურათს გვაჩვენებს

რა არის ვებ 3.0 და როგორ შეცვლის ის მომავლის ტექნოლოგიებს