მისი სახელია აგენტი მახვილა. აგენტ მახვილას ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად. ის ნამდვილი მაჩოა. ყველაზე პროფესიონალი, ყველაზე იდუმალი და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველაზე მარცხიანი აგენტი. თავის ასისტენტთან ერთად, ის მუხლჩაუხრელად შრომობს იმის დასამტკიცებლად, რომ კარფურში ფასები არც ისეთი დაბალია როგორც ყველას ჰგონია, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, მისი წამოწყებები არასოდეს მთავრდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო.
Saatchi & Saatchi Tbilisi-ს კრეატიული დირექტორი გვანცა დათუაშვილი:
“აგენტი მახვილას იდეას დიდხანს ვეთამაშებოდით. კლიენტისთვის მნიშვნელოვანი იყო, გაგვემყარებინა ყველაზე დაბალი ფასების პოზიცია საინტერესო სახალისო კონცეფციით, რომლითაც მაყურებელი დაინტერესდებოდა. პროცესში, როგორც ხდება ხოლმე, ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, საბოლოო ჯამში გადაწყდა, შეგვექმნა ერთგვარი ანტი-გმირი, პერსონაჟი, რომელიც სამყაროში ყველაფერ კარგსა და პოზიტიურს ებრძვის. ის არის საიდუმლო ორგანიზაციის საიდუმლო აგენტი, რომელსაც დამკვეთებმა კარფურის ფასებზე კომპრომატების შეგროვება დაავალეს. სარეკლამო რგოლში უფრო ახლოს გავიცნობთ აგენტ მახვილას და ნიადაგს შევამზადებთ მისი ახალი თავგადასავლებისთვის.”
ნახეთ, რა ხდებოდა კადრს მიღმა.
Agency: Saatchi & Saatchi Tbilisi, Publicis Groupe
Client: Carrefour
Account team: Ekaterine Ebanoidze, Nini Saralidze
Creative Director: Gvantsa Datuashvili
Copywriter: Nuka Gambashidze, Sally Bakradze
Director Alexander Melikov
First Assistant Director: Maia Imedashvili
DOP: Vigen (Biba) Vartanov
First Assistant Camera: Tato Sulakvelidze
Producer: Vakho Chikvaidze, Maia Imedashvili
Production/ Costume Designers: Nikoloz Guraspashvili, Aleksandre Balditsin, Teo Natsvlishvili, Lika Dadunashvili
Make Up Artists: Sopo Mahavariani, Meri Baramidze
Sound Engineer: Alexander (Shenrog ) Siachin
Color Correction: Vigen (Biba) Vartanov
Set Managers: Levan Parulava, Nika Tskhvediani
Stage coordinator: Giorgi Ninikashvili
Casting Managers: Tinatin Khizanishvili, Ana Gochitashvili
Behind the scene: Vasya Utkin, Nikita Kutepov
Edit/CG Artist: Giorgi Korganov
Main Actor: Giorgi Kalandarishvili












